პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხანძრის შემდეგ „ფორმულა“ პირდაპირ ეთერში დაბრუნებისთვის ემზადება

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობის შეწყვეტის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულა“ პირდაპირ ეთერში დაბრუნებისთვის ემზადება. არხის ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნანა ინწკირველის ცნობით, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ეთერის აღდგენას საღამოს ვარაუდობენ.

ხანძრის შემდეგ „ფორმულა“ პირდაპირ ეთერში დაბრუნებისთვის ემზადება
რადიო თავისუფლება

როგორც ტელეკომპანიის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, შენობაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, მუშაობს ინტერნეტიც.

„ამ მონაცემებით, დღეს, საღამოს, სავარაუდოდ, მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ. შენობას ელექტროენერგია ნაწილობრივ მიეწოდება, ლიფტიც უკვე ჩაირთო. უბრალოდ, წყალმომარაგების პრობლემაა, მაგრამ ალბათ ამასაც როგორმე გადავჭრით და საღამოს ვფიქრობთ, რომ ეთერში გავიდეთ“, - ამბობს ინწკირველი.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის ტექნიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. შენობაში დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაც მოხერხდა.

„ჩვენს სართულზე ხანძარი არ ყოფილა, იყო მეექვსე-მეშვიდე სართულებზე. ხანძრის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის. ამ მიმართულებით შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ“, - ამბობს ის.

ინწკირველის განმარტებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ იმაზეც, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობაში შესვლისა და მუშაობის სრულად განახლების უფლება მიეცეთ. დაკვამლიანების გამო ოფისს დასუფთავება და მოწესრიგება სჭირდება.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „დელისში“ ხანძარი 4 ნოემბერს გაჩნდა. შენობაში დაკვამლიანების გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიდამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე
  2. ალიაოპოზიციური“ფორმულამ” მაუწყებლობა აღადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შესაძლოა, დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს - ჟიჟილაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები