პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა - სულხან თამაზაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში.

„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები