არჩევნების შედეგებმა ოქროს და ვერცხლის ფასები გაზარდა
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების წარმატების ფონზე, ოქროს ფასი 2.8%-ით გაიზარდა და უნციაზე $4,042 შეადგინა, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ 4.5%-იანი მატებით $52-ს მიაღწია.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების წარმატების ფონზე, ძვირფასი ლითონების ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა. კერძოდ, ოქროს ფასი 2.8%-ით გაიზარდა და უნციაზე $4,042 შეადგინა, ხოლო ვერცხლის ღირებულება 4.5%-ით გაიზარდა და მან $52-იან ნიშნულს მიაღწია.
ანალიტიკოსების შეფასებით, კონგრესის ორივე პალატაზე დემოკრატების კონტროლის დამყარება, საპროცენტო განაკვეთებსა და დოლარზე ზეწოლას ზრდის, რაც, წესით, ოქროს ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ინვესტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ "ლურჯი კონგრესი" პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ ომის შეჩერებას აიძულებს, რაც ნავთობის გაიაფებას და ინფლაციის შემსუბუქებას გამოიწვევს, ეს უკანასკნელი კი ოქროს ფასის განსაზღვრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დღევანდელი ზრდის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქრო 30%-ით არის გაუფასურებული, ხოლო ვერცხლის დანაკარგი 57%-ს აღწევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…