„ჩამოვარდა ჭერი, დაფიქსირდა ტარაკნები, მორიელები და თაგვები“- რა ხდება ბათუმის მე-15 ბაღში
ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში საპირფარეშოს ჭერი ჩამოვარდა; მშობლები მორიელებზე, ტარაკნებსა და უწყლობაზე ჩივიან, რასაც დირექტორი რუსუდან დიასამიძე ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან და შენობა იწამლება.

„ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში, საპირფარეშოს ჭერი ჩამოვარდა. კიდევ კარგი, არასამუშაო დღე იყო და არავინ დაშავებულა.
ბაღში დაფიქსირდა ტარაკნები, მორიელები და თაგვები. ბაღში არ არის ცხელი წყალი და არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა“, – გვწერს ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებს“.
ის ასევე სვამს კითხვას – რამდენად უსაფრთხოა ასეთ შენობაში ბავშვების ყოფნა?
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღის ხელმძღვანელს, რუსუდან დიასამიძეს. საპირფარეშოში ჭერის ჩამოვარდნას რუსუდან დიასამიძე ადასტურებს. ის არც მორიელების არსებობას უარყოფს.
მისი თქმით, ბათუმში პირველ სართულზე მორიელები ხშირად არიან, მაგრამ შენობას წამლავენ. „პირველი სართული სარემონტო და ბათქაშებიდან გამოდის ალბათ 1-2 მორიელი. ახლაც გამოძახებული გვყავს სადეზინფექციო სამსახური და შეწამლავს.
ლამინატი თუ რაღაც რომ არის შეჭედილი ჭერზე, ის ჩამოვარდა. თაგვები არ არიან და მორიელი ახლა ყველა პირველ სართულზეა ბათუმში. პერიოდულად ვწამლავთ ხოლმე. ორი კვირის წინაც შევწამლეთ“, – ამბობს რუსუდან დიასამიძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ცხელი წყალია ბაღში, მაგრამ აკეთებენ. „ქვაბია გაფუჭებული და დღეს დაიწყეს ნაწილების გამოცვლა“, – გვეუბნება ის.
როგორ იცავთ ბაღში ჰიგიენას თუ ცხელი წყალი არ არის? – ვკითხეთ დირექტორს. „აქამდე თბილი ამინდები იყო და არ დაგვჭირვებია თბილი წყალი და ახლა ვათბობთ. არაჰიგიენური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს“, – გვეუბნება ის.

ბათუმის მე-15-ე საბავშვო ბაღი.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, დირექტორის თქმით, ბავშვები უსაფრთხოდ არიან. „ერთი ჯგუფი გავიყვანე მეორე სართულზე, უსაფრთხოდ არიან“, – გვეუბნება ის.
ბაღის ხელმძღვანელს ვკითხეთ, თუ პრობლემები არსებობდა შენობაში, რატომ არ გამოსწორდა ეს მაგალითად აგვისტოში, როცა ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო? – რაზეც მას კონკრეტული პასუხი არ აქვს. „ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს დირექტორი.
რუსუდან დიასამიძის თქმით, ტენდერი გამოცხადებულია და შენობაში სარემონტო სამუშაოები დეკემბერში დაიწყება.
ამ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთანაც სცადა. მათ ვკითხეთ, თუ არის გამოცხადებული ტენდერი შენობის რემონტზე, რამდენი ლარია ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები? – ჯერჯერობით, გაერთიანებიდან პასუხი არ მიგვიღია.
მე-15 საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 240 ბავშვი ირიცხება, „ყოველდღიურად, დაახლოებით 180-მდე ბავშვი დადის“, – ამბობს ბაღის დირექტორი.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის მთლიანობაში 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აქედან 27.7 მილიონი ლარი ამ გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა განკუთვნილი.
ხოლო საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კი 16 მილიონი ლარი. ბიუჯეტის მიხედვით გაერთიანებაში სულ 1 686 პირი მუშაობს.
ციტატები სტატიიდან
„ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში, საპირფარეშოს ჭერი ჩამოვარდა. კიდევ კარგი, არასამუშაო დღე იყო და არავინ დაშავებულა. ბაღში დაფიქსირდა ტარაკნები, მორიელები და თაგვები. ბაღში არ არის ცხელი წყალი და არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა“
„ქვაბია გაფუჭებული და დღეს დაიწყეს ნაწილების გამოცვლა“
„აქამდე თბილი ამინდები იყო და არ დაგვჭირვებია თბილი წყალი და ახლა ვათბობთ. არაჰიგიენური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს“
„ერთი ჯგუფი გავიყვანე მეორე სართულზე, უსაფრთხოდ არიან“
„ყოველდღიურად, დაახლოებით 180-მდე ბავშვი დადის“
„პირველი სართული სარემონტო და ბათქაშებიდან გამოდის ალბათ 1-2 მორიელი. ახლაც გამოძახებული გვყავს სადეზინფექციო სამსახური და შეწამლავს. ლამინატი თუ რაღაც რომ არის შეჭედილი ჭერზე, ის ჩამოვარდა. თაგვები არ არიან და მორიელი ახლა ყველა პირველ სართულზეა ბათუმში. პერიოდულად ვწამლავთ ხოლმე. ორი კვირის წინაც შევწამლეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…