პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვის“ მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს
რუსთავი 2

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9% ით მოიმატა საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა

მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინა

დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43.0%-ზე შენარჩუნდა

სექტემბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინა

საგარეო სექტორი

იმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინა

ექსპორტი - 4.0%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით)

სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები