პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“5 ამბავი ამერიკიდან” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილი აშშ-ის პოლიტიკურ გამოწვევებს აფასებს და აცხადებს, რომ დემოკრატების გამარჯვება მედიის დისციპლინამ და განათლებულმა საშუალო კლასმა მოიტანა, თუმცა სისტემას სოციალური მედია და ტექნოლოგიური ფული ემუქრება.

“5 ამბავი ამერიკიდან” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
ალია

ყოფილი პარლამენტარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი:

5 ამბავი ამერიკიდან.

1. სანამ არსებობს Town-Hall ამერიკა, დემოკრატია მუშაობს. მთავრობის პასუხისმგებლობა დგება, როცა 50-კაციან საუბნო შეხვედრაზე მოქალაქეს შეუძლია “ათრიოს” სენატორი ან კონგრესმენი.

გამოწვევა 1: როგორ გადარჩება Town-Hall ამერიკა სოციალური მედიის, ხელოვნური ინტელექტისა და “ტექბროების” ფულის პირობებში.

გამოწვევა 2: აპოლიტიკური მოქალაქისთვის – ასეთი კი უმრავლესობაა – პოპულიზმის ანტიდოტი ბენზინის გაძვირებაა.

2. მოქალაქემ ამჯერად დაამარცხა [ტექბროების] ფული.

მაგრამ იხ. გამოწვევა 1.

3. დემოკრატების გამარჯვება მოიტანა მედიის დისციპლინამ. მეორე მხარე ყველაფერს აკეთებდა, რომ მედიას ყველაფერზე ელაპარაკა (ვიღაც მომღერლის უკანალზე კი) ბენზინის ფასისა და გაძვირებული ცხოვრების გარდა. მაგრამ მედიამ შეძლო, არ ყოფილიყო კაკაფონია ეთერში.

მაგრამ იხ. გამოწვევა 1.

4. მოიგო ურბანულმა, განათლებულმა, შემოსავლიანმა საშუალო კლასმა აპოლიტიკური მოქალაქის უკმაყოფილებასთან დაწყვილებით. ამ აპოლიტიკურ მოქალაქეს მორიგი პოპულისტი “დაითრევს”, თუ პოლიტიკურმა ცენტრმა – განსაკუთრებით მარცხნიდან – არ უპასუხა შუა ამერიკის სოფელში მიტოვებული მოქალაქის წუხილებს. ამიტომაა საჭირო ახალი დიდი პროგრამა.

იხ. გამოწვევა 2.

5. წითელ შტატში გამარჯვებულ დემოკრატ გუბერნატორს ან სენატორს 2028 წლის დემოკრატიულ პრაიმერში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“ჩვენთვის პირდაპირ არაფერი არ შეიცვლება ამ ამბით, თუმცა უკრაინისთვის შეიძლება შეიცვალოს”– სანდრო შარაშენიძეწაიკითხე

უახლესი ამბები