პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ორ სასაკლაოსა და სენაკში თევზის დისტრიბუტორს ვეტერინარული ზედამხედველობის არარსებობისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
იმედინიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ფიზიკური პირების, ნ. ჯ.-ისა (მისამართი: სამტრედია, დიდგორის მე-3 შესახვევი #9) და მ. კ.-ის (მისამართი: სამტრედია, დიდგორის ქ.140) კუთვნილ სასაკლაოებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ვეტერინარული და უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა) გამოვლინდა. დადგინდა, რომ ცხოველების (გოჭების) დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა. ამასთან, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა. ინდივიდუალური მეწარმე გ. შ. ( მისამართი: სენაკი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა: ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები