პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ საბჭოთა იმპერიის დანგრევას „ევროსაბჭოთა სივრცის“ გარდაუვალი ნგრევა უნდა მოჰყვეს, და უკრაინას ნეონაცისტური წარსულისკენ მიდრეკილებაში ადანაშაულებს.

დავით ქართველიშვილი: ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი
იმედინიუსი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში, კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, მსგავსი ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს.

მისი შეფასებით, ევროპულ კონტინენტზე არსებული ვითარება პროტესტის მუხტს აძლიერებს და ევროსაბჭოთა სივრცეში გარდაუვალ ტრანსფორმაციას მოასწავებს.

„ვინც უკრაინის უახლეს ისტორიას კარგად იცნობს, მათ არ უნდა გაუკვირდეთ კიევთან აღმოჩენილი საკონცენტრაციო ბანაკი, მით უფრო, რომ ნეონაციზმის საუკეთესო მიმდევრები სწორედ უკრაინელები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს - კოლაბორაციონისტი პოლიციელების შვილთაშვილები და შთამომავლები.

მე ნამყოფი ვარ ბელორუსში, ხატინის მემორიალზე, რომელიც ფაშისტების მიერ სოფლის გადაწვისა და მისი მცხოვრებლების, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების, ცოცხლად დაწვის ტრაგედიას ასახავს. ეს სისასტიკე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში უკრაინული ბატალიონის სახელით არის შესული.

ვიცით 1943 წლის ვოლინის ტრაგედია, პოლონელების გენოციდის შესახებ - როდესაც ვოლინის ოლქში მცხოვრები ათასობით პოლონელი ეთნიკური ნიშნით გაანადგურეს. ეს ერი [უკრაინელები], სამწუხაროდ, მიდრეკილია ნეონაცისტური წარსულისკენ და დღესაც ხდება იმ ნეონაცისტების გაღმერთება, ნეშტების ზარზეიმით გადმოსვენება და ა.შ.

კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი სახლები ბევრი ეგულება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება და დასტური იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო.

ეს არის ისეთი კოგნიტური დისონანსი და ისეთი ოქსიმორონი ევროპულ კონტინენტზე, რომელიც, გინდა თუ არა, პროტესტის მუხტს უფრო ამძაფრებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს, რომ ხვალ ყველა დაწყნარდება, ურსულა ისევ ურსულა იქნება, ბრიუსელი ისევ ბრიუსელი იქნება.

მე ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში, რადგან ბუმერანგის პრინციპი მუშაობს - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის დანგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოდავით ქართველიშვილი: „ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში – საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის ნგრევა, რომელიც, შესაძლოა, იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინც უკრაინის უახლეს ისტორიას კარგად იცნობს, მათ არ უნდა გაუკვირდეთ კიევთან აღმოჩენილი საკონცენტრაციო ბანაკი, მით უფრო, რომ ნეონაციზმის საუკეთესო მიმდევრები სწორედ უკრაინელები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს - კოლაბორაციონისტი პოლიციელების შვილთაშვილები და შთამომავლები. მე ნამყოფი ვარ ბელორუსში, ხატინის მემორიალზე, რომელიც ფაშისტების მიერ სოფლის გადაწვისა და მისი მცხოვრებლების, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების, ცოცხლად დაწვის ტრაგედიას ასახავს. ეს სისასტიკე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში უკრაინული ბატალიონის სახელით არის შესული. ვიცით 1943 წლის ვოლინის ტრაგედია, პოლონელების გენოციდის შესახებ - როდესაც ვოლინის ოლქში მცხოვრები ათასობით პოლონელი ეთნიკური ნიშნით გაანადგურეს. ეს ერი [უკრაინელები], სამწუხაროდ, მიდრეკილია ნეონაცისტური წარსულისკენ და დღესაც ხდება იმ ნეონაცისტების გაღმერთება, ნეშტების ზარზეიმით გადმოსვენება და ა.შ. კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი სახლები ბევრი ეგულება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება და დასტური იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო. ეს არის ისეთი კოგნიტური დისონანსი და ისეთი ოქსიმორონი ევროპულ კონტინენტზე, რომელიც, გინდა თუ არა, პროტესტის მუხტს უფრო ამძაფრებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს, რომ ხვალ ყველა დაწყნარდება, ურსულა ისევ ურსულა იქნება, ბრიუსელი ისევ ბრიუსელი იქნება. მე ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში, რადგან ბუმერანგის პრინციპი მუშაობს - საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის დანგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი“
დავით ქართველიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები