"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პოდკასტში განაცხადა, რომ 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კანის მერს, დავიდ ლისნარს უჭერს. სანიოლის თქმით, მას არ სურს შეეგუოს ქვეყნის ორ უკიდურესობას შორის გახლეჩას.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პოდკასტ Passage à l'acte-ში სტუმრობისას თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა და 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელ დავიდ ლისნარს დაუჭირა.
ლისნარი ამჟამად ქალაქ კანის მერის პოსტს იკავებს. სანიოლმა ზაფხულში პოლიტიკოსის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი. შეხედეთ, რა ხდება დღეს საფრანგეთში, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ვითარებას...
აღარ მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც ყოველ დილით წუწუნებს და ამბობს, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება. რადგან, თუ უკიდურესობებს შორის ვიქნებით გახლეჩილები, ქვეყანა კიდევ უფრო სასტიკად გაიყოფა", - თქვა სანიოლმა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 აპრილს გაიმართება. ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა, რადგან მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კონსტიტუციით ეკრძალება მესამე ვადით კანდიდატურის დაყენება და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…