პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გათბობის ხარჯების დასაფარად დახმარების გაცემა, სტუდენტებისთვის კი სწავლის დაფინანსება გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებულთა მხარდაჭერის დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდება
იმედინიუსი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს.

სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე შეჯერდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კომისიის ფარგლებში ამ მიმართულებით 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებიც 2026 წელსაც გრძელდება.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება არის ერთგვარი გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

„გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, რეგიონების მეტი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, რისთვისაც უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ ერთიან ძალისხმევას როგორც დარგობრივი სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული ჩართულობით. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯამოთ გასული წლის საქმიანობის შედეგები, განვიხილეთ მოსახლეობის წინაშე დღესდღეობით არსებული საჭიროებები და მათზე რეაგირების გზები. წელსაც, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის, ასევე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებებით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდება
  2. პირველი არხისამთავრობოსამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, რეგიონების მეტი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, რისთვისაც უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ ერთიან ძალისხმევას როგორც დარგობრივი სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული ჩართულობით. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯამოთ გასული წლის საქმიანობის შედეგები, განვიხილეთ მოსახლეობის წინაშე დღესდღეობით არსებული საჭიროებები და მათზე რეაგირების გზები. წელსაც, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის, ასევე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებებით,“
თეა ახვლედიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები