საფრანგეთში პროტესტი არ წყდება - ხვალ ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი
საფრანგეთში დაგეგმილი საყოველთაო გაფიცვის წინ ქუჩაში ათასობით სტუდენტი და მოსწავლე გამოვიდა, პარიზში კი აკრძალვის მიუხედავად გამართულ აქციაზე პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.

საფრანგეთში პროტესტი არ წყდება. ხვალისთვის ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი.
მანამდე კი, საფრანგეთის მასშტაბით ათასობით სტუდენტი და მოსწავლე ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდა. ისინი უკეთეს პირობებს, მეტ დაფინანსებას და გაზრდილი ცხოვრების ხარჯების ფონზე სოციალურ დაცვას ითხოვენ.
პარიზში, აკრძალვის მიუხედავად აქცია მაინც შედგა, ისევ იყო პოლიციასთან შეტაკებები. სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად მოძრაობას შეუერთდნენ პროფკავშირები და ყოფილი ე.წ. ყვითელ ჟილეტიანები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…