პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - “დემოკრატებმა” სენატში უმრავლესობისთვის საჭირო ოთხი ადგილიდან ერთი მოიპოვეს - ჩრდილოეთ კაროლინაში როი კუპერმა “რესპუბლიკელი” მაიკლ უოტლი დაამარცხა

Reuters-ის ცნობით, „დემოკრატებმა“ სენატის არჩევნებში ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში გაიმარჯვეს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა კონტროლის მოპოვებას. ჩრდილოეთ კაროლინაში ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა „რესპუბლიკელი“ მაიკლ უოტლი დაამარცხა.

მედია - “დემოკრატებმა” სენატში უმრავლესობისთვის საჭირო ოთხი ადგილიდან ერთი მოიპოვეს - ჩრდილოეთ კაროლინაში როი კუპერმა “რესპუბლიკელი” მაიკლ უოტლი დაამარცხა
ინტერპრესნიუსი

“დემოკრატებმა” სენატის არჩევნებში ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა, იმ ფონზე, როცა მილიონობით ხმა ჯერ კიდევ დაუთვლელია, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ისინი “რესპუბლიკელებისგან” საკანონმდებლო ორგანოში კონტროლის გადაბარებას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიასაშუალებების პროგნოზით, ჩრდილოეთ კაროლინაში ყოფილმა გუბერნატორმა როი კუპერმა “რესპუბლიკელი” მაიკლ უოტლი დაამარცხა და მოიპოვა ადგილი, რომელიც მანამდე “რესპუბლიკელებს” ეკავათ. ამ შედეგით “დემოკრატებმა” მიიღეს ერთი იმ ოთხი მანდატიდან, რომლებიც მათ უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებათ.

ამასთან, ჯორჯიაში ხელახლა აირჩიეს “დემოკრატი” სენატორი ჯონ ოსოფი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები