პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ მახარაძე – მთავრობა ორ სკამზე ზის, თან ამბობს, რომ მივდივართ ევროპაში და თან ამბობს, რომ ეს „დიფ სთეითია“, „ოცნებას“ უნდა დაესვას კითხვა, „დიფ სთეითი“ თუ მართავს ევროკავშირს, რატომ გვინდა იქ შესვლა?

ქართული ოცნება

ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ორ სკამზე ზის: თან ევროპაში მიდის და თან ამბობს, რომ მას „დიფ სთეითი“ მართავს. მისი თქმით, „ოცნებას“ უნდა დაესვას კითხვა, თუ ევროკავშირს სიღრმისეული სახელმწიფო მართავს, რატომ გვინდა იქ შესვლა.

ზურაბ მახარაძე – მთავრობა ორ სკამზე ზის, თან ამბობს, რომ მივდივართ ევროპაში და თან ამბობს, რომ ეს „დიფ სთეითია“, „ოცნებას“ უნდა დაესვას კითხვა, „დიფ სთეითი“ თუ მართავს ევროკავშირს, რატომ გვინდა იქ შესვლა?
პირველი არხი

გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასება იქნება ნეგატიური, არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, – ამის შესახებ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრმა, ზურაბ მახარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

მახარაძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, როგორია მისი მოლოდინი გაფართოების შესახებ ევროკომისიის დოკუმენტის მიმართ, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს.

„დასკვნა იქნება, რომ საქართველომ დემოკრატიის გზაზე უკან დაიხია, ვაიმე დედა, ეს რა ხდება. სწორი კითხვა აქ არის ასეთი, რა მოუვიდა „დიფ სთეითს“? რატომ არის ეს სწორი კითხვა? ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აყენებს ხოლმე ორმაგ შეფასებით სტანდარტს. ერთი, ამბობენ, რომ არსებობს იქ „დიფ სთეითი“, სიღრმისეული სახელმწიფო, რომელსაც მე ვეთანხმები, მჯერა, რომ „დიფ სთეითი“, ანუ სიღრმისეული სახელმწიფო, როგორც მოვლენა, არსებობს და არაინსტიტუციონალურად იქ გავლენის ჯგუფები მართავენ. მთავრობისგან, კობახიძისგან, ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგან ვისმენთ, რომ ეს „დიფ სთეითი“ მართავს დასავლეთს, უტევს ჩვენს იდენტობას, ქართულ სუვერენიტეტს და, კი, უტევს, ვეთანხმები, მაგრამ კითხვაა, თუ ევროკავშირი „დიფ სთეითის“ ხელშია, ჩვენ სად შევდივართ?“, – განაცხადა მახარაძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში, პრობლემა ახლა არ არის ევროკავშირის დამოკიდებულებაში, ევროკავშირის მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო და ის სამართლიანად არასდროს არავის არ უდგებოდა.

„არასდროს ობიექტური შეფასების თემა არ იყო, პოლიტიკურად რომ აწყობდეთ საქართველოს ინტეგრაცია, ბევრად უფრო ცუდი ადამიანის უფლებების და საკანონმდებლო ინტეგრაციის პირობებში მიგვიღებდნენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ასე ფასდება. კითხვა იმაშია, რაც „ოცნებას“ უნდა დაესვას, „დიფ სთეითი“ თუ მართავს ევროკავშირს, რატომ გვინდა იქ შესვლა? ახლა, დიალოგი რომ იყო პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის, ხომ ითქვა, რომ თანასწორ დიალოგს ვთავაზობთო და კითხვა ჩნდება, „დიფ სთეითს“ ვთავაზობთ თანასწორ დიალოგს? თუ მოლოდინი გაქვს, რომ შენ „დიფ სთეითს“ ისე დაელაპარაკები, არიქა, ყარაჩოღლები გახდებიან და იმას თავს დაანებებენ, რატომაც არიან „დიფ სთეითი“, ეგ ცოტა გულუბრყვილო შეფასებაა და არ მგონია, „ქართულ ოცნებას“ ასეთი ილუზიები ჰქონდეს. ესე იგი, რა ხდება, ჩვენი მთავრობა ერთდროულად ზის ორ სკამზე, თან ამბობს, რომ მივდივართ ევროპაში და თან, როდესაც იქიდან რაღაც მოწოლა ხდება, ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითი“. არჩევანია ადრე თუ გვიან გასაკეთებელი. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რა ბრძენია „ქართული ოცნება“, რა კარგად ლავირებს, კარგი პოლიტიკა გვაქვსო, ერთდროულად ორ სკამზე რომ ვზივართ, მაგრამ პრობლემა იმაშია, არჩევანი რომ არ გვაქვს გაკეთებული, „დიფ სთეითთან“ ერთად ვართ თუ აღარ ვართ და იკარგება ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო“, – განაცხადა მახარაძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას არ უხსნის, რომ ეს მიმართულება, პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასაც 30 წელი ვეუბნებოდით, რომ აქ მივდივართ ხალხო, ეს დაიკეტა.

„კარგი, ეს დაიკეტა, მაგრამ ახლა, რას ვშვებით, როგორია საქართველოს მომავალი, რაზე დგას საქართველოს ეკონომიკა, უსაფრთხოება და ა.შ. ეს პოლიტიკური დისკუსია ჩაკეტილია, ვიდრე „ქართული ოცნება“ ორ სკამზე ზის“, – განაცხადა მახარაძემ.

შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მოცემულ ვითარებაში, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას აქ „დიფ სთეითის“ გადატრიალება.

„რა თქმა უნდა, საქართველოში არ უნდა მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება, „ქართული ოცნების“ შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რაღაც მაიდნის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს, მაგრამ კითხვა იმაშია, როდის დაიკეტება ეს ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა და როდის გაიხსნება საუბრის შესაძლებლობა, თუ აღარ გვიღებს „დიფ სთეითი“ ამ ევროპაში და არ უნდათ ჩვენი ქართული სუვერენული ღირსებით შესვლა, რასაც „ოცნება“ ამბობს, თუ ისე არ გვიშვებენ, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ კი არ გვინდა ისე შესვლა, როგორც მათ უნდათ, ლოგიკური დასკვნაა, რომ ვერ შევდივართ და ეს არ არის სიტუაციური გამწვავება. ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოცემულობა“, – განაცხადა მახარაძემ.

შეკითხვაზე, უნდა თუ არა, მოისმინოს ხელისუფლებისგან, თუ პარტნიორად, ანუ ღირსებით ვერ შევდივართ, ასეთ შემთხვევაში უარს ვამბობთ, მახარაძემ უპასუხა: „კი, მარტივად, რადგან, რა მომენტშიც გაფორმდება ის, რომ წყალს აღარ ვნაყავთ და არ ვეჯაჯგურებით კარებს, რომელსაც არ გვიღებენ, შესაძლებლობა გაჩნდება, დაისვას კითხვა – კარგი, აქ აღარ გვიღებენ და რას ვშვებით ახლა“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დასკვნა იქნება, რომ საქართველომ დემოკრატიის გზაზე უკან დაიხია, ვაიმე დედა, ეს რა ხდება. სწორი კითხვა აქ არის ასეთი, რა მოუვიდა „დიფ სთეითს“? რატომ არის ეს სწორი კითხვა? ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აყენებს ხოლმე ორმაგ შეფასებით სტანდარტს. ერთი, ამბობენ, რომ არსებობს იქ „დიფ სთეითი“, სიღრმისეული სახელმწიფო, რომელსაც მე ვეთანხმები, მჯერა, რომ „დიფ სთეითი“, ანუ სიღრმისეული სახელმწიფო, როგორც მოვლენა, არსებობს და არაინსტიტუციონალურად იქ გავლენის ჯგუფები მართავენ. მთავრობისგან, კობახიძისგან, ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებისგან ვისმენთ, რომ ეს „დიფ სთეითი“ მართავს დასავლეთს, უტევს ჩვენს იდენტობას, ქართულ სუვერენიტეტს და, კი, უტევს, ვეთანხმები, მაგრამ კითხვაა, თუ ევროკავშირი „დიფ სთეითის“ ხელშია, ჩვენ სად შევდივართ?“
„არასდროს ობიექტური შეფასების თემა არ იყო, პოლიტიკურად რომ აწყობდეთ საქართველოს ინტეგრაცია, ბევრად უფრო ცუდი ადამიანის უფლებების და საკანონმდებლო ინტეგრაციის პირობებში მიგვიღებდნენ. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ასე ფასდება. კითხვა იმაშია, რაც „ოცნებას“ უნდა დაესვას, „დიფ სთეითი“ თუ მართავს ევროკავშირს, რატომ გვინდა იქ შესვლა? ახლა, დიალოგი რომ იყო პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის, ხომ ითქვა, რომ თანასწორ დიალოგს ვთავაზობთო და კითხვა ჩნდება, „დიფ სთეითს“ ვთავაზობთ თანასწორ დიალოგს? თუ მოლოდინი გაქვს, რომ შენ „დიფ სთეითს“ ისე დაელაპარაკები, არიქა, ყარაჩოღლები გახდებიან და იმას თავს დაანებებენ, რატომაც არიან „დიფ სთეითი“, ეგ ცოტა გულუბრყვილო შეფასებაა და არ მგონია, „ქართულ ოცნებას“ ასეთი ილუზიები ჰქონდეს. ესე იგი, რა ხდება, ჩვენი მთავრობა ერთდროულად ზის ორ სკამზე, თან ამბობს, რომ მივდივართ ევროპაში და თან, როდესაც იქიდან რაღაც მოწოლა ხდება, ამბობს, რომ ეს არის „დიფ სთეითი“. არჩევანია ადრე თუ გვიან გასაკეთებელი. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რა ბრძენია „ქართული ოცნება“, რა კარგად ლავირებს, კარგი პოლიტიკა გვაქვსო, ერთდროულად ორ სკამზე რომ ვზივართ, მაგრამ პრობლემა იმაშია, არჩევანი რომ არ გვაქვს გაკეთებული, „დიფ სთეითთან“ ერთად ვართ თუ აღარ ვართ და იკარგება ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო“
„კარგი, ეს დაიკეტა, მაგრამ ახლა, რას ვშვებით, როგორია საქართველოს მომავალი, რაზე დგას საქართველოს ეკონომიკა, უსაფრთხოება და ა.შ. ეს პოლიტიკური დისკუსია ჩაკეტილია, ვიდრე „ქართული ოცნება“ ორ სკამზე ზის“
„რა თქმა უნდა, საქართველოში არ უნდა მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება, „ქართული ოცნების“ შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რაღაც მაიდნის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს, მაგრამ კითხვა იმაშია, როდის დაიკეტება ეს ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა და როდის გაიხსნება საუბრის შესაძლებლობა, თუ აღარ გვიღებს „დიფ სთეითი“ ამ ევროპაში და არ უნდათ ჩვენი ქართული სუვერენული ღირსებით შესვლა, რასაც „ოცნება“ ამბობს, თუ ისე არ გვიშვებენ, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ კი არ გვინდა ისე შესვლა, როგორც მათ უნდათ, ლოგიკური დასკვნაა, რომ ვერ შევდივართ და ეს არ არის სიტუაციური გამწვავება. ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოცემულობა“
„კი, მარტივად, რადგან, რა მომენტშიც გაფორმდება ის, რომ წყალს აღარ ვნაყავთ და არ ვეჯაჯგურებით კარებს, რომელსაც არ გვიღებენ, შესაძლებლობა გაჩნდება, დაისვას კითხვა – კარგი, აქ აღარ გვიღებენ და რას ვშვებით ახლა“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია ხვალ წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” , რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები