საარჩევნო უბნები აშშ-ის ყველა შტატში გაიხსნა
აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 50-ვე შტატში გაიხსნა, სადაც ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და 35 სენატორს ირჩევენ. ფლორიდაში უამინდობის გამო 21 უბნის გადატანა გახდა საჭირო.

აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ქვეყნის 50-ვე შტატში გაიხსნა.
ფლორიდის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ხმის მიცემის პროცესის დაწყების შემდეგ 21 საარჩევნო უბნის გადატანა გახდა საჭირო.
ასევე, ერთ-ერთ ოლქში კომპიუტერული პროგრამის მუშაობის შეფერხების გამო ხმის მიცემის პროცესი 20 წუთით შეჩერდა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.
პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. ყველაზე ადრე საარჩევნო უბნები ინდიანასა და კენტუკის შტატებში იხურება (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 3:00 საათზე), ხოლო ყველაზე გვიან ალასკაზე (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 10:00 საათზე).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…