CNN: კონგრესში შუალედურ არჩევნებზე ნიუ-იორკის შტატის უესტჩესტერის ოლქში პროგრამული ხარვეზის გამო 250 000-მდე ბიულეტენის სკანირება ვერ ხერხდება
ნიუ-იორკის შტატის უესტჩესტერის ოლქში პროგრამული ხარვეზის გამო 250 000-მდე ბიულეტენის სკანირება ვერ მოხერხდა, რის გამოც მოქალაქეები ხმას სათადარიგო ბიულეტენებით აძლევენ. ოლქის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კენ ჯენკინსის ცნობით, ბიულეტენებს უბნების დახურვის შემდეგ კვლავ აპარატებით დაასკანერებენ.

ნიუ-იორკის შტატის უესტჩესტერის ოლქის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კენ ჯენკინსმა განაცხადა, რომ 40-ზე მეტი მუნიციპალიტეტის 332 საარჩევნო უბანზე ხმის დამთვლელმა აპარატებმა 250 000-მდე ბიულეტენის სკანირება ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს დაზიანებული ბიულეტენების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, ტექნიკური შეფერხება პროგრამულმა შეცდომამ გამოიწვია. შექმნილი ვითარების გამო, ამომრჩევლები ხმას სათადარიგო ბიულეტენებით აძლევენ.
ჯენკინსის თქმით, აღნიშნული ბიულეტენების დამუშავება საარჩევნო უბნების დახურვამდე - საღამოს 21:00 საათამდე არ დაიწყება. მან ასევე დააზუსტა, რომ პროცესი ხელით არ განხორციელდება და ბიულეტენებს მოგვიანებით ისევ აპარატების საშუალებით დაასკანერებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…