პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაზო დათუნაშვილი გელა გელაძეზე - ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის - ეს ნათლად წარმოაჩენს ავტოკრატიულ ხასიათს, რომელსაც ძალაუფლების ლოგიკა ატარებს

ლელო

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი გელა გელაძის მიერ შს მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ გელაძე მამუკა მდინარაძის „კლანის ინტერესებს ემსახურებოდა“.

თაზო დათუნაშვილი გელა გელაძეზე - ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის - ეს ნათლად წარმოაჩენს ავტოკრატიულ ხასიათს, რომელსაც ძალაუფლების ლოგიკა ატარებს
ინტერპრესნიუსი

ქვიშის კარიერის გენერლის ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის შემთხვევაში იყო , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გელა გელაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, გელა გელაძე მამუკა მდინარაძის კლანის ინტერესებს ემსახურებოდა.

„ან დაწინაურება რა იყო, ან დაქვეითება ან მოშორება სისტემიდან? ეს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ ავტოკრატიულ და არაჯანსაღ ხასიათს, რომელსაც ატარებს საქართველოში ძალაუფლების ლოგიკა და რომელიც დაყრდნობილია იმაზე, ბატონი ივანიშვილი ვისდამი იქნება კეთილგანწყობილი, თუ დაკარგავს კეთილგანწყობას რომელიმე პოლიტიკური ხელმძღვანელი, მასთან ერთად კარგავს მთელ იმ შლეიფს, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ემსახურებოდა, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული ერთი „კლანის“ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც გელაძე ემსახურებოდა მდინარაძის კლანის ინტერესებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ან დაწინაურება რა იყო, ან დაქვეითება ან მოშორება სისტემიდან? ეს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ ავტოკრატიულ და არაჯანსაღ ხასიათს, რომელსაც ატარებს საქართველოში ძალაუფლების ლოგიკა და რომელიც დაყრდნობილია იმაზე, ბატონი ივანიშვილი ვისდამი იქნება კეთილგანწყობილი, თუ დაკარგავს კეთილგანწყობას რომელიმე პოლიტიკური ხელმძღვანელი, მასთან ერთად კარგავს მთელ იმ შლეიფს, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ემსახურებოდა, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული ერთი „კლანის“ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც გელაძე ემსახურებოდა მდინარაძის კლანის ინტერესებს“
თაზო დათუნაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები