ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია
ცოტნე ანანიძის განცხადებით, როდესაც საქართველო ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს და საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენს, ეს ორმაგი სტანდარტია. მან მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.
“პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია”- წერს ცოტნე ანანიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…