პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიდრე დიქტატურის ეს ხაზი იქნება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს - ბარამიძის ადვოკატი

ქართული ოცნება

გიორგი ბარამიძის ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დიქტატურის პირობებში სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ და პროპაგანდის ამოცანა განაჩენის გამოტანაა. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე ბარამიძის საქმეს საკონსტიტუციო სარჩელის არგუმენტად განაჩენის არარსებობის მიუხედავად იყენებს.

ვიდრე დიქტატურის ეს ხაზი იქნება, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს - ბარამიძის ადვოკატი
TV პირველი

გიორგი ბარამიძის ადვოკატს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. როგორც ბექა ბასიალაი ამბობს, პროპაგანდის ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში განაჩენიც დააყენონ.

უფლებდამცველის თქმით, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბარამიძის განაჩენი არ არსებობს, “ოცნების“ დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ბარამიძის საქმეს საკონსტიტუციოს სარჩელის არგუმენტად იყენებს.

ვიდე ეს ხაზი იქნება დიქტატურის, ბუნებრივია, რამე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს, - ამბობს ბექა ბასილაია.

რა დინამიკითაც დღეს საქმე მიდის, ბუნებრივია, პროპაგანდის ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში განაჩენიც დააყენონ. ამის პირდაპირი ინდიკატორი იყო არჩილ გორდულაძის სასამართლოში გამოსვლა, სადაც, ჯერ კიდევ გამოძიებაში იყო საქმე, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის არგუმენტად მოიყვანა გია ბარამიძის საქმე, თითქოს უკვე გამტყუნებული იყოს, განაჩენი იდოს და ა.შ. დღეს როდესაც აღკვეთის გახანგრძლივებაზე იყო საუბარი, აღკვეთის საფუძველი იყო, ნუ ახლა ბარამიძემ რა უნდა ჩაიდინოს, მოწმეზე ზემოქმედება არ მოახდინოს, არ მიიმალოს და ა.შ. პროკურორები ამბობდნენ, რომ მოწმეებზე ზემოქმედება რ მოახდინოსო და მოწმეები ვინ არიან, მაგალითად გენერალი კობალაძე, გოგა ხაინდრავა, მათზე მოახდენს გავლენას გია ბარამიძე? ამბობენ, რომ იცით რა, ეს მოწმეები ვიდრე არ დაიკითხებიან, მანამდე სახიფათოა გიას გარეთ ყოფნა. ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება ამ ფორმაში, რაშიც დღეს არის და ეს ხაზი იქნება დიქტატურის, ბუნებრივია, რამე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ გვაქვს და თუ ესენი გავისტუმრეთ, მაშინ საბოტაჟის მუხლით ვიცით ვინც გასამართლედებიან, - ამბობს ბექა ბასილაია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები