მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილებით მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-სთან ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყების გამო, 5 ნოემბრიდან 3 თვის განმავლობაში ავტომობილებით გადაადგილება ერთ სამოძრაო ზოლში შეიზღუდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილებით მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერია თბილისის მერიის განცხადებაში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…