პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა

ესპანეთში, სეგუნდა დივიზიონის მატჩის დროს „ტენერიფეს“ 30 წლის თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი მეტოქე მეკარესთან შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმით გარდაიცვალა. ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა 25 წლის მეკარე დააკავონ.

"ტენერიფესა" და "ანდორას" სეგუნდა დივიზიონის მატჩისას ტრაგედია დატრიალდა.

კომპენსირებულ დროში "ტენერიფეს" 30 წლის თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი მეტოქე გუნდის მეკარესთან, ხესუს ოვანოსთან შეჯახების შედეგად (მუხლი თავში მოხვდა) მოედანზე უგონოდ დაეცა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო და როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, 25 წლის მეკარე შეიძლება დააპატიმრონ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაშიწაიკითხე

უახლესი ამბები