ირაკლი კობახიძე: „ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ღირსებით შესვლა სურს და ის მარიონეტი არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვლება.

„ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა განსხვავებული მიდგომა.
„70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა – მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე – ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტები
ციტატები სტატიიდან
„ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, ჩვენ გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში“
„70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა – მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…