პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირისადმი ნდობა ძალიან მაღალია, მაგრამ დაბალია ნდობა ევროპული კომისიის მიმართ, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა

ქართული ოცნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირისადმი ნდობა მაღალია, თუმცა ევროკომისიის მიმართ დაბალია მისი უსამართლო ქმედებების გამო, რომელსაც ის საქართველოს შანტაჟისთვის იყენებდა.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირისადმი ნდობა ძალიან მაღალია, მაგრამ დაბალია ნდობა ევროპული კომისიის მიმართ, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა
პირველი არხი

ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი და ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია უსამართლო ქმედებების გამო.

„საქართველოს საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა ძალზე დაბალია. ეს ერთი საკითხია და მეორე – საქართველოს საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“. ქართველი ხალხის 51 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს არის ჯგუფი გარემოებებისა, რომ საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი და ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი, უსამართლო ქმედებების გამო. ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას“. 54-მა პროცენტმა ამომრჩევლებმა მოგვცა ხმა ბოლო არჩევნებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბოლოოდ, ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან.

პრემიერის განმარტებით, ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსს საქართველოს შანტაჟისთვის.

„მარტში, 2022 წელს კანდიდატის სტატუსი მოვითხოვეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ჩვენი განაცხადი იყო უარყოფილი, ეს იყო დიდი შეცდომა და არასამართლიანი, ამის საფუძველი არ არსებობდა. მოგვიანებით, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველო წინ იყო მოლდოვაზე, უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე ბოსნიას, თუმცა საქართველოს განაცხადი იყო უარყოფილი. ეს ფაქტი გამოიყენა ზოგიერთმა ჩართულმა მხარემ – შიდა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც აფინანსებდა ევროპული წყაროები და სხვა წყაროები. ეცადნენ რევოლუციის მოწყობას იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, რომელიც უცნაური სერია იყო ფაქტების. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩვენ ცხრაპუნქტიანი დავალება გვქონდა, გვქონდა დღის წესრიგი ევროპული კომისიის მიერ მოცემული. ჩვენ ვიყავით ერთგული ამ დღის წესრიგის.

გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა გაწევრიანების პროცესის დაწყება. ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებით, მაგრამ საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, ვიდრე ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და შემდეგ მიერთების მოლაპარაკების საკითხს შემდეგ ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, საქართველოს საზოგადოების შანტაჟისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს "ქართული ოცნების" მიმართ, ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია - ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების" მიმართ
  3. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალია
  4. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, ქართველ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა, ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართველი საზოგადოება ევროპული ინტეგრაციის ერთგულია“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა ძალზე დაბალია. ეს ერთი საკითხია და მეორე – საქართველოს საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“. ქართველი ხალხის 51 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს არის ჯგუფი გარემოებებისა, რომ საქართველოს საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი და ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი, უსამართლო ქმედებების გამო. ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას“. 54-მა პროცენტმა ამომრჩევლებმა მოგვცა ხმა ბოლო არჩევნებში“
„მარტში, 2022 წელს კანდიდატის სტატუსი მოვითხოვეთ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ჩვენი განაცხადი იყო უარყოფილი, ეს იყო დიდი შეცდომა და არასამართლიანი, ამის საფუძველი არ არსებობდა. მოგვიანებით, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველო წინ იყო მოლდოვაზე, უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე ბოსნიას, თუმცა საქართველოს განაცხადი იყო უარყოფილი. ეს ფაქტი გამოიყენა ზოგიერთმა ჩართულმა მხარემ – შიდა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც აფინანსებდა ევროპული წყაროები და სხვა წყაროები. ეცადნენ რევოლუციის მოწყობას იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, რომელიც უცნაური სერია იყო ფაქტების. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩვენ ცხრაპუნქტიანი დავალება გვქონდა, გვქონდა დღის წესრიგი ევროპული კომისიის მიერ მოცემული. ჩვენ ვიყავით ერთგული ამ დღის წესრიგის. გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა გაწევრიანების პროცესის დაწყება. ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებით, მაგრამ საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, ვიდრე ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და შემდეგ მიერთების მოლაპარაკების საკითხს შემდეგ ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, საქართველოს საზოგადოების შანტაჟისთვის“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები