პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებას შორის ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. უწყება შეხვედრებს სომხეთის, ბულგარეთისა და რუსეთის წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს
რუსთავი 2

სურსათის ეროვნული სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ფიტოსანიტარიული კონტროლის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მიმდინარე პერიოდში ფიტოსანიტარიული კონტროლის შესახებ სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის, ბულგარეთის და რუსეთის შესაბამის უწყებებთან.

თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და მავნე ორგანიზმების გავრცელების ფონზე, ფიტოსანიტარიული რისკების პრევენციისა და კონტროლის გაზრდისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებზე სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებზე სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები