სურსათის ეროვნული სააგენტო ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებზე სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, ხოლო სომხეთის, ბულგარეთისა და რუსეთის უწყებებთან შეხვედრებს გეგმავს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ფიტოსანიტარიული კონტროლის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და ექსპორტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მიმდინარე პერიოდში ფიტოსანიტარიული კონტროლის შესახებ სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის, ბულგარეთის და რუსეთის შესაბამის უწყებებთან.
თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და მავნე ორგანიზმების გავრცელების ფონზე, ფიტოსანიტარიული რისკების პრევენციისა და კონტროლის გაზრდისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობას.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…