ლევან ნიკოლეიშვილი: ომის დასრულების მთავარი ხელის შემშლელები არიან ცალკეული ევროპელი ლიდერები, ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ ომის დასრულება. აქ ძალიან ბევრი რამეა ჩახლართულიც, ბევრი ინტერესია, პირადი ინტერესები, პირადი შემოსავალი, სამრეწველო კომპლექსის ინტერესები და ა.შ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ომის დასრულების მთავარი ხელის შემშლელები ევროკავშირი, ცალკეული ევროპელი ლიდერები და ე.წ. „დიფ სთეითი“ არიან, რომლებსაც პირადი შემოსავლებისა და სამხედრო-სამრეწველო ინტერესები ამოძრავებთ.

ომის დასრულების მთავარი ხელის შემშლელები არიან ცალკეული ევროპელი ლიდერები, ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ ომის დასრულება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილის თქმით, ბევრი ინტერესია, მათ შორის პირადი შემოსავალი, სამრეწველო კომპლექსის ინტერესები და ა.შ.
„ნუ დაგვავიწყდებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ომის არდასრულებას უწყობენ ხელს და ამის თაობაზე უკვე ღიად საუბრობენ. ისინი აფინანსებენ ომის გაგრძელებას, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აფინანსებენ როგორც უკრაინის მხარეს გარკვეული შეიარაღების შესაძენად, ასევე აფინანსებენ რუსეთსაც გარკვეული სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პირველ რიგში, შესაძლოა ვთქვათ, რომ ომის დასრულების ხელის შემშლელი ვინც არის, ეს არის ევროკავშირი და ცალკეული ევროპელი ლიდერები, ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ ომის დასრულება. აქ ძალიან ბევრი რამეა ჩახლართულიც, ბევრი ინტერესია, პირადი ინტერესები, პირადი შემოსავალი, სამრეწველო კომპლექსის ინტერესები და ა.შ.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკრაინა თუ დარჩება პოლიგონად, ეს მათთვის არის წარმოდგენილი, რომ რუსეთს ხელს შეუშლის მათ ტერიტორიაზე განავითაროს სამხედრო მოქმედებები. არავინ არაფრად აგდებს რამდენი ადამიანი იხოცება, არავინ არაფრად აგდებს იმას, თუ როგორი წამება და ზეწოლა ხორციელდებოდა თუნდაც იმ ერთ ადგილას, რაც ჯერჯერობით არის მხოლოდ ცნობილი ჩვენთვის უკრაინაში და საერთოდ არავის აინტერესებს უკრაინის მომავალი ბედი. მთავარია მათი პირადი ინტერესები“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„ნუ დაგვავიწყდებიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ომის არდასრულებას უწყობენ ხელს და ამის თაობაზე უკვე ღიად საუბრობენ. ისინი აფინანსებენ ომის გაგრძელებას, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აფინანსებენ როგორც უკრაინის მხარეს გარკვეული შეიარაღების შესაძენად, ასევე აფინანსებენ რუსეთსაც გარკვეული სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პირველ რიგში, შესაძლოა ვთქვათ, რომ ომის დასრულების ხელის შემშლელი ვინც არის, ეს არის ევროკავშირი და ცალკეული ევროპელი ლიდერები, ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ ომის დასრულება. აქ ძალიან ბევრი რამეა ჩახლართულიც, ბევრი ინტერესია, პირადი ინტერესები, პირადი შემოსავალი, სამრეწველო კომპლექსის ინტერესები და ა.შ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკრაინა თუ დარჩება პოლიგონად, ეს მათთვის არის წარმოდგენილი, რომ რუსეთს ხელს შეუშლის მათ ტერიტორიაზე განავითაროს სამხედრო მოქმედებები. არავინ არაფრად აგდებს რამდენი ადამიანი იხოცება, არავინ არაფრად აგდებს იმას, თუ როგორი წამება და ზეწოლა ხორციელდებოდა თუნდაც იმ ერთ ადგილას, რაც ჯერჯერობით არის მხოლოდ ცნობილი ჩვენთვის უკრაინაში და საერთოდ არავის აინტერესებს უკრაინის მომავალი ბედი. მთავარია მათი პირადი ინტერესები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…