„კატეგორიულად არ ვეთანხმები და დამაზიანებლად მიმაჩნია ღარიბაშვილის პოლიტ-დევნილობაზე და მარტვილობაზე საუბარი“ – საბა ბუაძე
პოლიტიკოს საბა ბუაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტდევნილად და მარტვილად წარმოჩენა დამაზიანებელია, რადგან მისი დაკავება პოლიტიკურ პოზიციებს არ უკავშირდება და იგი შიდაკლანურ დაპირისპირებაში დამარცხდა.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე:
„შემომხვდა დისკუსია ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის მხარდაჭერაზე. არავინ უარყოფს, რომ მის საქმეში პოლიტიკური ინტერესია, ისევე როგორც ასობით მიმდინარე სხვა საქმეში, სადაც საჯარო სივრცესთან დაკავშირებული ხალხი მონაწილეობს.
კატეგორიულად არ ვეთანხმები და დამაზიანებლად მიმაჩნია ღარიბაშვილის პოლიტ-დევნილობაზე და მარტვილობაზე საუბარი. ღარიბაშვილი იყო ამ რეჟიმის უბინძურესი ინსტრუმენტი ქართველი ხალხის გაუბედურების და ძარცვის საქმეში. მისი თანამდებობიდან გაგდება და დაპატიმრება არცერთ მის პოლიტიკურ პოზიციას და გადაწყვეტილებას არ უკავშირდება, რაც აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის პოლიტპატიმრად შესარაცხად. ერთადერთი რაც ვიცით, არის ის, რომ ბევრი ფული მოიპარა და შიდა კლანურ დაპირისპირებაში დამარცხდა.
მსხვერპლადაც კი იმდენად უღირსი აღმოჩნდა, რომ საკუთარი ფეხით წავიდა საპატიმროში და ციხიდან ხოტბას ასხამს მის დამტუსაღებელს. თან ხალხს ატყუებს, თითქოს კობახიძე წყვეტდეს მისი პატიმრობის საკითხს და მისი ბრალია ყველაფერი.
რეჟიმის წამახალისებელი ინსტრუმენტების პოლიტპატიმრების გვერდით მოხსენიება არაფერს მატებს ჩვენს სიმართლეს და მხოლოდ უკანონოდ დევნილი ადამიანების მსხვერპლის გაუფასურებას უწყობს ხელს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…