პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა

The Guardian-ის ცნობით, ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ოთხივე ბორტი პოლონეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის აეროპორტებში უსაფრთხოდ დაფრინდა.

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა
ინტერპრესნიუსი

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ ორი თვითმფრინავი პოლონეთში დაეშვა. მათგან ერთი დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო მეორე დანიიდან მიფრინავდა.

ასევე, ერთი თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან მიფრინავდა, შეტყობინების მიღების შემდეგ ბულგარეთში დაეშვა.

კიდევ ერთი თვითმფრინავი ესპანეთში, მურსიას აეროპორტში დაფრინდა.

ოთხივე თვითმფრინავი პოლონეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის აეროპორტებში უსაფრთხოდ დაეშვა.

ვარშავა-მოდლინის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, ხოლო დანარჩენ თვითმფრინავებს შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ავსტრიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან ავსტრიაში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, ბულგარეთში ავარიულად დაეშვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები