პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: ფრანგული პროფკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფრანგული პროფკავშირი CGT შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და დასვენების დღეში მყოფ პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. პროფკავშირი ხელფასების გაყინვასა და პრემიების უთანასწორო განაწილებას აპროტესტებს.

მედია: ფრანგული პროფკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
რუსთავი 2

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფკავშირული გაერთიანება - "საფრანგეთის შრომის საყოველთაო კონფედერაცია" (CGT) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც ფრანგული მედია წერს, პროფკავშირმა თავის განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებს, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სპეციალიზებულ პერსონალს მოუწოდა, შეუერთდნენ საპროტესტო მობილიზაციას.

მედიის ცნობით, მოქმედ პოლიციელებს გაფიცვის უფლება არ აქვთ, თუმცა CGT მოუწოდებს იმ პოლიციელებს, რომლებსაც ამ დღეს დასვენება აქვთ, აქციაში სამოქალაქო ტანსაცმლით, ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად მიიღონ მონაწილეობა.

რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სპეციალიზებულ პერსონალს, მათ გაფიცვის უფლება აქვთ.

ცნობისთვის, პროფკავშირი აპროტესტებს 2027 წლის ბიუჯეტს, რომელიც, მათი შეფასებით, ხელფასების გაყინვას ითვალისწინებს. პროფკავშირი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს პრემიების არათანაბარი განაწილების გამო სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფსა და სამსახურს შორის. მათი თქმით, ასეთი სისტემა თანამშრომლებს ერთმანეთისგან ყოფს და ეს პრემიები პენსიის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები