გახარიას თანაგუნდელების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - პარტიის წევრები ჯერ ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღი იყო, ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ კი, პოზიცია შეცვალეს
გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე 4 ოქტომბრის მოვლენებს „უპასუხისმგებლო ავანტიურას“ უწოდებს, თუმცა არქივის მიხედვით, მანამდე ამბობდა, რომ ეს თარიღი გადამწყვეტი იყო და აქციის სხვაგვარად წარმართვის შემთხვევაში პარლამენტში არ შევიდოდნენ.

გიორგი გახარიას თანაგუნდელების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები 4 ოქტომბრის მოვლენებზე - პარტიის წევრები ჯერ ამბობდნენ, რომ სწორედ 4 ოქტომბერს ელოდებოდნენ, ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ კი პოზიცია შეცვალეს, ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტშიც შევიდნენ. ასევე, განცხადებებში ცდილობდნენ 4 ოქტომბრის მოვლენებისგან გამიჯვნას.
გახარიას პარტიის წევრების ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არქივიც ინახავს, თუმცა დღეს გიორგი შარაშიძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს არ ელოდებოდნენ და ეს ავანტიურა იყო.
კითხვაზე, რას ელოდა გახარიას პარტია 2025 წლის 4 ოქტომბერს, გიორგი შარაშიძე დღეს პასუხობს: "რას ველოდებოდი? 4 ოქტომბერს კი არ ველოდებოდით, 4 ოქტომბერი იყო უპასუხისმგებლო ავანტიურა, რას ველოდებოდით? არაფერს. არ არის ეს ჩემი სიტყვები".
არქივი ინახავს ერთ-ერთი მედიისთვის მის მიერ მიცემული ინტერვიუს ჩანაწერსაც, სადაც, კითხვაზე, 4 ოქტომბრის აქცია სხვაგვარად რომ წარმართულიყო, შევიდოდა თუ არა მისი პარტია პარლამენტში, შარაშიძე პასუხობს: "დიდი ალბათობით, არ შევიდოდით, რადგან 4 ოქტომბერი იყო გადამწყვეტი [თარიღი]".
ამნეზია - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება, სადაც აცხადებენ, რომ გახარიას გუნდს 4 ოქტომბერს რევოლუციის იმედი ჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც შედეგი ვერ დადგა, უარი არც მანდატებზე თქვეს.
ციტატები სტატიიდან
„რას ველოდებოდი? 4 ოქტომბერს კი არ ველოდებოდით, 4 ოქტომბერი იყო უპასუხისმგებლო ავანტიურა, რას ველოდებოდით? არაფერს. არ არის ეს ჩემი სიტყვები“
„დიდი ალბათობით, არ შევიდოდით, რადგან 4 ოქტომბერი იყო გადამწყვეტი [თარიღი]“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…