პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ესაა ერთიანი ორგანიზმი, რომლის ტაქტიკაცაა, სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები... სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელით

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას „ერთიან ორგანიზმს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათი განსხვავებული ქცევა და როლები უცხოელი კურატორებისგან გადმოკოპირებული ტაქტიკაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით ამხელენ.

გიორგი გახარიას თანაგუნდელების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები 4 ოქტომბრის მოვლენებზე - პარტიის წევრები ჯერ ამბობდნენ, რომ სწორედ 4 ოქტომბერს ელოდებოდნენ, ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ კი პოზიცია შეცვალეს, ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტშიც შევიდნენ. გახარიას პარტიის წევრების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არქივიც ინახავს, თუმცა დღეს გიორგი შარაშიძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს არ ელოდებოდნენ და ეს ავანტიურა იყო.

ამნეზია - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება, სადაც აცხადებენ, რომ გახარიას გუნდს 4 ოქტომბერს რევოლუციის იმედი ჰქონდა, მას შემდეგ კი, მას შემდეგ, რაც შედეგი ვერ დადგა, უარი არც მანდატებზე თქვეს.

"ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით - ნაკლებად რადიკალი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე გახარიას პარტიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია.

"ეს ყველაფერი არის ტაქტიკა - ტაქტიკა, სადაც ყველას აქვს თავისი როლი - არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, არიან ისინი, რომლებიც არ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ვინც უნდა იყოს რადიკალი, ვინც უნდა იყოს შედარებით არარადიკალი, დააკვირდით ყველაზე კარგი ამის ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. პირველი ხედავთ, რომ 5 მოპასუხიდან 4 შევიდა დარბაზში, 1 არ შევიდა დარბაზში, იგივე თამაშია. დარბაზში შესული 4 მოპასუხიდან ვხედავთ, რომ ზოგი რადიკალურად იქცევა, მეორე უფრო კულტურულად და მორიდებულად იქცევა, ეს ყველაფერი არის თამაში კიდევ ერთხელ, რომ სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები და თქვან, რომ აი, თუ რადიკალს ერჩის ვინმე, თქვან, რომ აი, არიან არარადიკალებიც, თუ ერჩი ვიღაცას სხვა ერთი მიზეზის გამო აქეთ არიან მეორენაირები, ეს იმდენად ხელისგულზე დევს ეს ტაქტიკა, რომელიც პირდაპირ გადმოკოპირებული ჰყავთ, რომელიღაცა მათი უცხოელი სპეცსამსახურის კურატორების მხრიდან, რომელიც სადღაც რომელი ქვეყანაში შეიძლება წარმატებით განახორციელეს, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველებზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი?!. ასე რომ, ეს არის ტაქტიკა და სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელით, რომ ერთიანი ორგანიზმია და, რაღაც მომენტებში, სხვადასხვა ქცევა - ესეც პროგრამირებულია და ჩადებულია ამ ერთიან ორგანიზმში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით - ნაკლებად რადიკალი“
„ეს ყველაფერი არის ტაქტიკა - ტაქტიკა, სადაც ყველას აქვს თავისი როლი - არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, არიან ისინი, რომლებიც არ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ვინც უნდა იყოს რადიკალი, ვინც უნდა იყოს შედარებით არარადიკალი, დააკვირდით ყველაზე კარგი ამის ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. პირველი ხედავთ, რომ 5 მოპასუხიდან 4 შევიდა დარბაზში, 1 არ შევიდა დარბაზში, იგივე თამაშია. დარბაზში შესული 4 მოპასუხიდან ვხედავთ, რომ ზოგი რადიკალურად იქცევა, მეორე უფრო კულტურულად და მორიდებულად იქცევა, ეს ყველაფერი არის თამაში კიდევ ერთხელ, რომ სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები და თქვან, რომ აი, თუ რადიკალს ერჩის ვინმე, თქვან, რომ აი, არიან არარადიკალებიც, თუ ერჩი ვიღაცას სხვა ერთი მიზეზის გამო აქეთ არიან მეორენაირები, ეს იმდენად ხელისგულზე დევს ეს ტაქტიკა, რომელიც პირდაპირ გადმოკოპირებული ჰყავთ, რომელიღაცა მათი უცხოელი სპეცსამსახურის კურატორების მხრიდან, რომელიც სადღაც რომელი ქვეყანაში შეიძლება წარმატებით განახორციელეს, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველებზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი?!. ასე რომ, ეს არის ტაქტიკა და სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელით, რომ ერთიანი ორგანიზმია და, რაღაც მომენტებში, სხვადასხვა ქცევა - ესეც პროგრამირებულია და ჩადებულია ამ ერთიან ორგანიზმში“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია 4 ოქტომბერს ელოდებოდა შედეგიან დამხობას, რათა ძალაუფლების წილი მიეღო, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ მაინც არ აღიარებდნენ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები