შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატების შესახებ: „ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პარტია არ არის დამოუკიდებელი და წარმოადგენს გარედან დაგეგმილი ჰიბრიდული ჩარევის პროექტს. პაპუაშვილის თქმით, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, ხელისუფლებასა და კანონებს, რის გამოც ბუნებრივად დაუბრუნდნენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია, ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს, არჩევნებზე რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებასთან დაკავშირებით.
„ეს იყო სრულად გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, როდესაც შეეცადნენ, რომ რაღაცნაირად შეექმნათ ისეთი ფლანგი, თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი და ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან – შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა: „სინამდვილეში, მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში, მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“. მიზანი რა იყო? – რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა. ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რაც მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, 2024 წლის არჩევნებზე გამოააშკარავდა, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია – 4, 5, 9, 25 ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია – რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა; გახსოვთ, ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა: “ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს იმიტომ, რომ ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა, ერთ მიზანს ემსახურება ყველა”. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში გარიგებული იყო.
შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში. ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს განაცხადეს კიდეც მათ, რომ შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა. მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს აღიარებენ. ასე რომ, ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავიანთ წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს - აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – „გახარია საქართველოსთვის“ არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიებს, რომლებიც თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუნებრივად დაუბრუნდნენ
ციტატები სტატიიდან
„გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია, ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს, არჩევნებზე რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოს ხელისუფლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…