ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიწყო სასწავლო პროცესი ავარიულ შენობაში 1200 ბავშვისთვის და გამოთქვამენ ეჭვს, რომ სკოლის შენობა შესაძლოა ინვესტორზე გასხვისდეს კომერციული მიზნებისთვის.

მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენალია

მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ – მათთვის დამაჯერებელი არ არის ის დასკვნა, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 10 სექტემბერს გასცა.

მშობლებს აინტერესებთ, თუ 10-ში უკვე იცოდნენ, რომ სკოლის შენობა ავარიული იყო, მაშინ რატომ შეუქმნეს 1200 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე?

მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ გამომდინარე ადგილმებარეობიდან, შესაძლოა სკოლის შენობა ინვესტორზე გასხვისდეს და იქ სასწავლო დაწესებულების ნაცვლად სხვა ფაართი აშენდეს.

15 სექტემბერს საქართველოს ჰიმნის ქვეშ გვაზეიმეს ამ ავარიულ შენობაში სწავლის დაწყება. 1200 ბავშვი იყო ამ სკოლაში შეკრებილი. 15 სექტმებრამდე სად იყო ექსპერტი და თუნდაც შუალედური დასკვნა რატომ მოამზადა, თუ ასეთი კატასტროფა ხდებოდა ამ შენობის თავს და ეს სენობა ყოველ წამს შეიძლება ჩამონგრეულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გუშინ დღის მეორე ნახევარში გაგვაცნეს. ვითხოვთ ალტერნატიული ექსპეტიზის ჩატარებას. ეს ადგილი არის საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე. რა თქმა უნდა, მსუყე ადგილია სხვადასხვა კომერციული მიზნებისთვის და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება კომერციული მიზნებისთვის”, – ამბობს მშობელი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები