პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად წესებს და წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც ეხება

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსიდან“ უქმდება ნორმა, რომლითაც გამოუყენებელი საეთერო დროის ან საგაზეთო ფართობის სხვა სუბიექტებზე გადანაწილება შეიძლებოდა. პროექტი ასევე ცვლის პოლიტიკური რეკლამის ვიზუალურ სტანდარტებსა და შუალედურ არჩევნებში უფასო რეკლამის წესებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად წესებს და წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც ეხება
ინტერპრესნიუსი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად წესებს და წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც ეხება.

„საარჩევნო კოდექსიდან“ ამოდის ნორმა და უქმდება კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი არ გამოიყენა, მაუწყებელს, რადიოსა და გაზეთს უფლება აქვს ეს დრო ან ფართობი დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს თანაბრად გაუნაწილონ. როგორც ინიციატორი განმარტავს, აღნიშნული ნორმა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას, რომლის გათვალისწინებით, მაუწყებელს საარჩევნო სუბიექტისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის გადახდილზე მეტი საფასურის საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისთვის კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა ეკრძალება და ეს ქმედება აკრძალულ შემოწირულობად ეთვლება.

ამავე პროექტით, დგინდება, რომ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა იმგვარად უნდა დამზადდეს, რომ მისი მიმდინარეობისას თვალნათლივ ჩანდეს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რიგითი ნომერი და სიმბოლიკა. „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად კი, პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს უნდა იკავებდეს, ხოლო რეკლამის დასრულებისას, ბოლო 1 წამის განმავლობაში – კადრის ფართობის არანაკლებ 50%-ს.

გარდა ამისა, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით დგინდება, რომ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე გავრცელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები