პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა

ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში შვილის მესამე ადგილზე გასვლა გააკრიტიკა. მისი თქმით, ესპანეთში კილიან მბაპესთვის ხმის მიცემა მიკერძოებული იყო და განპირობებული იყო იმით, რომ ფრანგი ფეხბურთელი „რეალში“ თამაშობს.

"ბარსელონას" ვარსკვლავის ლამინ იამალის მამამ მუნირ ნასრაუიმ ჟურნალისტ ხოტა ხორდისთან საუბრისას, "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მისი შვილის მესამე ადგილზე გასვლა გააკრიტიკა.

მეორე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა და მუნირის თქმით, ეს შედეგი ესპანეთში ხმის მიცემის მიკერძოებულმა სისტემამ განაპირობა, რადგან ფრანგს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ მას "რეალის" თეთრი მაისური აცვია.

მან ეჭვქვეშ დააყენა ის კრიტერიუმები, რომლებითაც ესპანეთის წარმომადგენელი ჟურნალ AS-ის დირექტორი ხოსე ფელიქს დიასი ხელმძღვანელობდა (დიასი გამოცემა France Football-ის რესპონდენტია).

"ვისურვებდი, ეკრანზე შევხვდე და ვესაუბრო ყველა იმ ადამიანს, ვინც მბაპეს ხმა მისცა! მსგავსი რამ მხოლოდ ესპანეთში ხდება! თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი "რეალში" თამაშობს, მაშინ ესპანეთის ნაკრების გამო ხმა ესპანელს მიეცით!

ხომ გასაგებია, რომ ეს ჯილდო ინდივიდუალურია და არა გუნდური. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!", - თქვა ნასრაუიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები