გიგა ლემონჯავა - ივანიშვილს შენობა - „ქართული ოცნება“ თავზე ენგრევა და ცდილობს წებოთი შეაწებოს - ღარიბაშვილი საკუთარ თავზე ცდის უსამართლობის მძიმე ტვირთს, გელაძეს კი ხელფასი დაუნიშნეს, რადგან არ განაწყენდეს და ლაპარაკი არ დაიწყოს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ ივანიშვილს „ქართული ოცნება“ თავზე ენგრევა და პარტიების აკრძალვით რეჟიმის ჩამოშლის გადავადებას ცდილობს.

სანამ ივანიშვილი რჩება დე-ფაქტო ხელისუფლებაში, სანამ მას ძალაუფლება ჯერ კიდევ გააჩნია, საქართველოს ევროპული მომავალი არ უწერია. ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ჩემი აზრით, იქნება უპრეცედენტოდ კრიტიკული, უპრეცედენტოდ მკაცრი და სამწუხარო და დასანანი საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ნოემბერს დაგეგმილ, ევროკომისიის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებასა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების 80%-ს უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიც.
„ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის ფრაზაა, რომ “საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს მხოლოდ ფურცელზე“. ეს არის სამწუხარო რეალობა. რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო არასოდეს გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ ვინმეს ინტერესშია ეს, ეს არის რუსეთის ინტერესში. ქვეყნის შიგნით შექმნილი რეალობა მოყოლებული „რუსული კანონებიდან“, შემდეგ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიტაცება, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ცნობილი გამოსვლა, “წულუკიანის კომისია”, რომელმაც მოღალატეობრივი შინაარსის ტექსტი მიიღო და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი არის ერთი დიდი კონტექსტის ნაწილი, რომლის ამოცანაც არის, რომ საქართველო არასოდეს გახდეს ევროკავშირის წევრი.
თუ ვინმეს ჰქონდა აქამდე ილუზია იმის შესახებ, რომ ივანიშვილის ხელში შესაძლებელია საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, მგონი, დღეს ყველასთვის ცხადია, რომ ასე არ იქნება. სანამ ივანიშვილი რჩება დე -ფაქტო ხელისუფლებაში, სანამ მას ძალაუფლება ჯერ კიდევ გააჩნია, საქართველოს ევროპული მომავალი არ უწერია. ევროკომისიის ხვალინდელი გაფართოების ანგარიში, ჩემი აზრით, იქნება უპრეცედენტოდ კრიტიკული, უპრეცედენტოდ მკაცრი და სამწუხარო და დასანანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების 80%-ს უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. მათ შორის, სხვათა შორის, არიან ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერები, ანუ ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.
ურთულესი და უმძიმესი პროპაგანდისტული მანქანა აქვს შექმნილი ივანიშვილს, რომლითაც ცდილობს, რომ საკუთარი ამომრჩევლის დაახლოებით მესამედს, რომელიც პროდასავლურად არის განწყობილი, დააჯეროს, თითქოს ივანიშვილის ხელში ამ ქვეყანას ევროპული მომავალი აქვს. პარტიების აკრძალვის პროცესი, რომელიც ახლა მიდის საქართველოში, აშიშვლებს რეჟიმს, ამხელს რეჟიმს და ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ივანიშვილის რეალური ზრახვების შესახებ. ეს რეალური ზრახვები არის, ერთი მხრივ, ევროპული მომავლის შეუქცევადად განადგურება საქართველოსთვის და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დარტყმა.
როგორც გითხარით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილისთვის, დაახლოებით 1/3-სთვის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია და როცა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თითქოს ისინი რჩებიან პროევროპულ ძალად, ზუსტად ამ ადამიანებს ელაპარაკებიან. მათ კარგად იციან, რომ თუ ეს 1/3 ჩამოეშალათ და ამ ხალხმა დაინახა, რომ არსად ევროპისკენ ეს ე.წ. ხელისუფლება არ მიდის, გამოეცლება ეს 1/3. „ქართული ოცნება“ არ არის ძალა, რომელიც ხალხის მხარდაჭერაზე დგას. ერთადერთი რაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, ეს არის პროპაგანდა და შიში.
ივანიშვილი არავითარი დამოუკიდებელი, სუვერენული ავტოკრატი არ არის, ივანიშვილი არის პირდაპირ კრემლს დაქვემდებარებული მარიონეტი, კრიმინალი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც დაავალებენ კრემლიდან. ეს არის რეალობა და კრემლს რა უნდა საქართველოში? - კრემლს, რუსეთს უნდა, რომ საქართველო იყოს ღარიბი ქვეყანა, რომ საქართველო იყოს კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ადამიანების, ღარიბი ხალხის ჯიბიდან ფულს იპარავს ე.წ. მთავრობა. რუსეთს უნდა, რომ საქართველო იყოს კრიმინალური ქვეყანა, სადაც კრიმინალური ბანდები თარეშობენ და ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი არის კრიმინალური ბიზნესები, ეს არის „ქოლ-ცენტრები“, ეს არის აკრძალული კრიპტოპლატფორმები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები, ეს არის რუსეთის ინტერესი. რუსეთის ინტერესი ასევე არის, რომ საქართველო არასოდეს გახდეს დასავლური სივრცის ნაწილი“, - განაცხადა ლემონჯავამ.
მან გადაცემაში სტუმრობისას ასევე, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პარტიების გაუქმება არის აბსოლუტურად მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი“.
„ოღონდ პარტიების გაუქმება არ უნდა გავიგოთ, მხოლოდ როგორც ოპოზიციური სპექტრის გაქრობის მცდელობა, ეს ასევე უპირველესად არის საქართველოს მოქალაქეების, ნახევარზე მეტის მოკვეთა პოლიტიკური პროცესიდან, არჩევანის წართმევა. ჯერ არჩევანი წაართვეს ემიგრანტებს, ახლა არჩევანს ართმევენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხალხის ეშინიათ. იციან, რომ თიხის ფეხებზე დგანან. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ოპოზიცია, შეუძლებელია თქვა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძე. საქართველოს მომავალი, რომ ივანიშვილი ვერ იქნება, ამაზე თანხმდება ყველა. როდესაც ასეთ დღეში ვარდება პოლიტიკური ძალა, რა დღეშიც ახლა „ქართული ოცნებაა“, მერე ხელისუფლების შენარჩუნების გზად მარტო ერთადერთი რჩება, რომ უბრალოდ არჩევნები გააუქმოს.
ივანიშვილის რეჟიმი არის ორი არჩევანის წინაშე: 1. უნდა ჩაატაროს არჩევნები, რაზეც იცის, რომ 100%-იანი წაგებული აქვს. 2. საერთოდ გააუქმოს ეს არჩევანის უფლება და ამ გზით წავიდა. ოღონდ ეგ გზა აუცილებლად დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით და რაც უფრო გვიან მოხდება ეს, ბევრად უფრო მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის. რაც უფრო მეტ თავხედობას გააკეთებს, იქამდე სანამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, ბევრად უფრო მტკივნეულად ჩამოიშლება და ბევრად უფრო მძიმე იქნება პასუხისმგებლობა, რომელსაც ქართველი ხალხი დააკისრებს ივანიშვილის რეჟიმს.
უკვე 14 წელია დე-ფაქტო მმართველობაშია ბიძინა ივანიშვილი, საინტერესოა, რა ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ეს დე -ფაქტო მმართველობა გაგრძელდეს.
როგორი სულელი უნდა იყოს ადამიანი, რა სასოწარკვეთასა და არარაციონალურობაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, რომ ფიქრობენ, რომ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ, მერე ვიღაც გაუგებარ ერთ-ორ პარტიას შემოიყვანენ არჩევნებში და ამით გახდება ლეგიტიმური ეს ე.წ. ხელისუფლება, ასე ვერ მოხდება. იმ პარტიებს, რომლებსაც აკრძალავენ ახლა, თავისივე გაყალბებული დათვლებით, მილიონამდე ხმა აქვთ აღებული. ვატო შაქარიშვილი ვინ არის საერთოდ? ვინ უჭერს მხარს ვატო შაქარიშვილს? ივანიშვილის, იმედი აქვს, რომ ამ ტიპის მხარდაჭერის მქონე მთელ ოპოზიციას აკრძალავს, ვიღაც გაუგებარ ხალხს შემოიყვანს პოლიტიკურ ველზე და იმით იქნება საარჩევნო პროცესი ლეგიტიმური? - ეს ხომ სიგიჟეა. სინამდვილეში ივანიშვილი არის ახლა ჭაობში. რაც უფრო მეტს იფართხალებს, უფრო ღრმად ჩაეფლობა ამ ჭაობში. ისეთ სპირალშია შესული ეს რეჟიმი, რომლიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ჰადესში არიან, იქიდან უკან ვერ ბრუნდებიან. რაც უფრო მეტს ეცდება, რომ იფორთხიალოს ამ ჭაობში, უფრო ღრმად და ღრმად ჩაეფლობა და მისი დაღმასვლა იქნება ბევრად უფრო სწრაფი ასეთი გადაწყვეტილებების პირობებში.
რეალობას თვალი გავუსწოროთ, პოლიტიკური პარტიები შეიძლება საქართველოში დიდად არ უყვართ. ნდობის პრობლემა ჩვენც გვაქვს. რუსულმა პროპაგანდამ, ამ 14 წლის განმავლობაში დაისახა მიზნად, რომ საქართველოში არ არსებულიყო სანდო პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელსაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდა და ეს იყო მათი, რუსების ამოცანა, თუმცა ვგრძნობ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევს ამ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის გაძლიერებას. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ შენ შეიძლება აგკრძალონ იურიდიულად, მაგრამ შენ ამ ბრძოლას არ ანებებ თავს, არ ეშვები, თუ ხალხს შენ აჩვენებ, რომ შენი ცხოვრების მთავარი მიზანი არის არა ბრძოლა სკამისათვის, არამედ ბრძოლა საზოგადოების, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის, მაშინ შენ მიმართ ნდობა აუცილებლად გაიზრდება.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამოიწვევს მეტ საერთაშორისო წნეხს რეჟიმის წინააღმდეგ, მეტ საერთაშორისო სანქციას. დასანქცირებული თანამდებობის პირების 80 პროცენტი ან მოხსნეს, ან დამალეს. ყველაზე მეტად ივანიშვილს აწუხებს სანქციების საკითხი. ივანიშვილის ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ჩვენ კი არ დაგვასუსტებს სინამდვილეში, ჩვენ მოგვცემს შანსს, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთვის პოლიტიკაში ყოფნა არის არა კარიერისტული მიზანი, არამედ ხალხის მსახურების ამოცანა აქვს“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გიგა ლემონჯავამ გადაცემაში ისაუბრა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესია, რომლის დახურვის გადაწყვეტილებაც გუშინ მოსამართლემ მიიღო. მისი თქმით, „ღარიბაშვილი თვითონ არის ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ახლა საკუთარ თავზე იწვნევს ამ უსამართლობის მძიმე ტვირთს“.
„ღარიბაშვილს ახლა მოუნდა სამართლიანი სასამართლო, ახლა დაფიქრდა სამართლიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე, როდესაც თვითონ დადგა ამ პრობლემის წინაშე, როდესაც სიტყვის თქმა უნდა და არ ათქმევინებენ ამ სიტყვას, უხურავენ პროცესებს. სავარაუდოდ, ახლა ფიქრობს, რა მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და მაღალპროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა. ღარიბაშვილი თვითონ არის ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ახლა საკუთარ თავზე იწვნევს ამ უსამართლობის მძიმე ტვირთს. ის, რაც ღარიბაშვილის თავს ხდება და არამხოლოდ, ლილუაშვილის, „ქართული ოცნების“ სხვა კრიმინალების თავს, ამას მე ვუყურებ რეჟიმის შიგნით არსებული სისუსტის, დაპირისპირების თვალსაზრისით. ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჩვენს საბოლოო მიზანს მაინც არ ცვლის. ჩვენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება ყოველთვის წარმოგვედგინა რეჟიმის ჩამოშლის გზით, ისე დასუსტების გზით, რომ მან მართვა ვერ შეძლოს. ამ ამოცანაში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი არის რეჟიმის შიგნით არსებული დაპირისპირებების და ბზარების რაც შეიძლება გაღრმავება, მეტად გამოყენება. ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმი იშლება ეგრე, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება. რეჟიმის შიგნით ხდება ბზარები, რომელიც იმდენად ფართოვდება, რომ საბოლოოდ იწვევს ჩამოშლას. ჩვენ ვხედავთ ღარიბაშვილის სასამართლოზე ნელ-ნელა დაიწყეს სხვა „ქოცებმაც“ მისვლა, ვნახეთ რატი ბრეგაძე.
ნათლად ვხედავ, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებული საკითხი მარტივი „ქართული ოცნების“ შიგნით არ არის, ისევე როგორც არ არის ლილუაშვილის საკითხი. იცით, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? - როდესაც ქუჩაში გამოვა 100 ათასი ადამიანი და წინააღმდეგობა გახდება ისეთივე ფართომასშტაბიანი, როგორც ნოემბერ-დეკემბრის დღეებში იყო და როდესაც რეჟიმის, ივანიშვილის დასასრული გახდება ბევრად უფრო ხელშესახები, ვიდრე დღესაა, ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც და სხვებიც დაიწყებენ ლაპარაკს. ისინი აუცილებლად ალაპარაკდებიან. ცვლილების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავენ, მაგრამ როგორც კი ქუჩაში გამოვა ხალხი, როდესაც ცხადი გახდება, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს, ისინი აუცილებლად დაიწყებენ მეტი დეტალის გამჟღავნებას ამ რეჟიმის სიბოროტეების შესახებ. მოუნდებათ, რომ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ. აუცილებლად მოუნდებათ, რომ საბოლოო ლურსმანი ჩააჭედონ ივანიშვილის კუბოში“,- განაცხადა ლემონჯავამ.
გარდა ამისა, ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გელა გელაძეს ხელფასიანი სამსახური უშოვეს“.
„ხელფასიანი სამსახური უშოვეს გელა გელაძეს უბრალოდ. გაზისა და ნავთობის კორპორაცია არის გადაქცეული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილად. იმიტომ დაუნიშნეს ხელფასი, რომ არ განაწყენდეს ისე, რომ დაიწყოს რაღაცების ლაპარაკი, რაც დააზიანებს ამ რეჟიმს. ფლობს ბევრ ინფორმაციას და საშიშია რეჟიმისთვის. ცდილობენ, რომ კმაყოფილი იყოს. როდესაც ჩამოშლა დაიწყება, მაგ გზებით ამ ხალხის დაკმაყოფილება იქნება შეუძლებელი. ყველას მოუნდება გამარჯვებულის მხარეს ყოფნა. ივანიშვილს ახლა შენობა თავზე ენგრევა და ცდილობს ქაღალდის წებოთი შეაწებოს. შენობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ის ვერ უძლებს იმ მიწისძვრებს, რომელიც ამ ქვეყანაშია. რამდენიც არ უნდა იტყუონ, თითქოს პროტესტი არ ანაღვლებთ, სანქციები არ ანაღვლებთ. ცხადია, რომ რეჟიმის შიგნით არის დაპირისპირება, პრობლემები და ქაღალდის წებოთი ცდილობს, რომ ეს შენობა შეაწებოს, რაც არ გამოვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავაკვირდებით ამ შენობის ნგრევის პროცესს“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ციტატები სტატიიდან
„პარტიების გაუქმება არის აბსოლუტურად მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი“
„ღარიბაშვილი თვითონ არის ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ახლა საკუთარ თავზე იწვნევს ამ უსამართლობის მძიმე ტვირთს“
„გელა გელაძეს ხელფასიანი სამსახური უშოვეს“
„ოღონდ პარტიების გაუქმება არ უნდა გავიგოთ, მხოლოდ როგორც ოპოზიციური სპექტრის გაქრობის მცდელობა, ეს ასევე უპირველესად არის საქართველოს მოქალაქეების, ნახევარზე მეტის მოკვეთა პოლიტიკური პროცესიდან, არჩევანის წართმევა. ჯერ არჩევანი წაართვეს ემიგრანტებს, ახლა არჩევანს ართმევენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხალხის ეშინიათ. იციან, რომ თიხის ფეხებზე დგანან. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ოპოზიცია, შეუძლებელია თქვა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძე. საქართველოს მომავალი, რომ ივანიშვილი ვერ იქნება, ამაზე თანხმდება ყველა. როდესაც ასეთ დღეში ვარდება პოლიტიკური ძალა, რა დღეშიც ახლა „ქართული ოცნებაა“, მერე ხელისუფლების შენარჩუნების გზად მარტო ერთადერთი რჩება, რომ უბრალოდ არჩევნები გააუქმოს. ივანიშვილის რეჟიმი არის ორი არჩევანის წინაშე: 1. უნდა ჩაატაროს არჩევნები, რაზეც იცის, რომ 100%-იანი წაგებული აქვს. 2. საერთოდ გააუქმოს ეს არჩევანის უფლება და ამ გზით წავიდა. ოღონდ ეგ გზა აუცილებლად დასრულდება რეჟიმის ჩამოშლით და რაც უფრო გვიან მოხდება ეს, ბევრად უფრო მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის. რაც უფრო მეტ თავხედობას გააკეთებს, იქამდე სანამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, ბევრად უფრო მტკივნეულად ჩამოიშლება და ბევრად უფრო მძიმე იქნება პასუხისმგებლობა, რომელსაც ქართველი ხალხი დააკისრებს ივანიშვილის რეჟიმს. უკვე 14 წელია დე-ფაქტო მმართველობაშია ბიძინა ივანიშვილი, საინტერესოა, რა ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ეს დე -ფაქტო მმართველობა გაგრძელდეს. როგორი სულელი უნდა იყოს ადამიანი, რა სასოწარკვეთასა და არარაციონალურობაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, რომ ფიქრობენ, რომ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ, მერე ვიღაც გაუგებარ ერთ-ორ პარტიას შემოიყვანენ არჩევნებში და ამით გახდება ლეგიტიმური ეს ე.წ. ხელისუფლება, ასე ვერ მოხდება. იმ პარტიებს, რომლებსაც აკრძალავენ ახლა, თავისივე გაყალბებული დათვლებით, მილიონამდე ხმა აქვთ აღებული. ვატო შაქარიშვილი ვინ არის საერთოდ? ვინ უჭერს მხარს ვატო შაქარიშვილს? ივანიშვილის, იმედი აქვს, რომ ამ ტიპის მხარდაჭერის მქონე მთელ ოპოზიციას აკრძალავს, ვიღაც გაუგებარ ხალხს შემოიყვანს პოლიტიკურ ველზე და იმით იქნება საარჩევნო პროცესი ლეგიტიმური? - ეს ხომ სიგიჟეა. სინამდვილეში ივანიშვილი არის ახლა ჭაობში. რაც უფრო მეტს იფართხალებს, უფრო ღრმად ჩაეფლობა ამ ჭაობში. ისეთ სპირალშია შესული ეს რეჟიმი, რომლიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ჰადესში არიან, იქიდან უკან ვერ ბრუნდებიან. რაც უფრო მეტს ეცდება, რომ იფორთხიალოს ამ ჭაობში, უფრო ღრმად და ღრმად ჩაეფლობა და მისი დაღმასვლა იქნება ბევრად უფრო სწრაფი ასეთი გადაწყვეტილებების პირობებში. რეალობას თვალი გავუსწოროთ, პოლიტიკური პარტიები შეიძლება საქართველოში დიდად არ უყვართ. ნდობის პრობლემა ჩვენც გვაქვს. რუსულმა პროპაგანდამ, ამ 14 წლის განმავლობაში დაისახა მიზნად, რომ საქართველოში არ არსებულიყო სანდო პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რომელსაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდა და ეს იყო მათი, რუსების ამოცანა, თუმცა ვგრძნობ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევს ამ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის გაძლიერებას. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ შენ შეიძლება აგკრძალონ იურიდიულად, მაგრამ შენ ამ ბრძოლას არ ანებებ თავს, არ ეშვები, თუ ხალხს შენ აჩვენებ, რომ შენი ცხოვრების მთავარი მიზანი არის არა ბრძოლა სკამისათვის, არამედ ბრძოლა საზოგადოების, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის, მაშინ შენ მიმართ ნდობა აუცილებლად გაიზრდება. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამოიწვევს მეტ საერთაშორისო წნეხს რეჟიმის წინააღმდეგ, მეტ საერთაშორისო სანქციას. დასანქცირებული თანამდებობის პირების 80 პროცენტი ან მოხსნეს, ან დამალეს. ყველაზე მეტად ივანიშვილს აწუხებს სანქციების საკითხი. ივანიშვილის ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ჩვენ კი არ დაგვასუსტებს სინამდვილეში, ჩვენ მოგვცემს შანსს, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთვის პოლიტიკაში ყოფნა არის არა კარიერისტული მიზანი, არამედ ხალხის მსახურების ამოცანა აქვს“
„ღარიბაშვილს ახლა მოუნდა სამართლიანი სასამართლო, ახლა დაფიქრდა სამართლიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე, როდესაც თვითონ დადგა ამ პრობლემის წინაშე, როდესაც სიტყვის თქმა უნდა და არ ათქმევინებენ ამ სიტყვას, უხურავენ პროცესებს. სავარაუდოდ, ახლა ფიქრობს, რა მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და მაღალპროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა. ღარიბაშვილი თვითონ არის ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ახლა საკუთარ თავზე იწვნევს ამ უსამართლობის მძიმე ტვირთს. ის, რაც ღარიბაშვილის თავს ხდება და არამხოლოდ, ლილუაშვილის, „ქართული ოცნების“ სხვა კრიმინალების თავს, ამას მე ვუყურებ რეჟიმის შიგნით არსებული სისუსტის, დაპირისპირების თვალსაზრისით. ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჩვენს საბოლოო მიზანს მაინც არ ცვლის. ჩვენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება ყოველთვის წარმოგვედგინა რეჟიმის ჩამოშლის გზით, ისე დასუსტების გზით, რომ მან მართვა ვერ შეძლოს. ამ ამოცანაში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი არის რეჟიმის შიგნით არსებული დაპირისპირებების და ბზარების რაც შეიძლება გაღრმავება, მეტად გამოყენება. ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმი იშლება ეგრე, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება. რეჟიმის შიგნით ხდება ბზარები, რომელიც იმდენად ფართოვდება, რომ საბოლოოდ იწვევს ჩამოშლას. ჩვენ ვხედავთ ღარიბაშვილის სასამართლოზე ნელ-ნელა დაიწყეს სხვა „ქოცებმაც“ მისვლა, ვნახეთ რატი ბრეგაძე. ნათლად ვხედავ, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებული საკითხი მარტივი „ქართული ოცნების“ შიგნით არ არის, ისევე როგორც არ არის ლილუაშვილის საკითხი. იცით, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? - როდესაც ქუჩაში გამოვა 100 ათასი ადამიანი და წინააღმდეგობა გახდება ისეთივე ფართომასშტაბიანი, როგორც ნოემბერ-დეკემბრის დღეებში იყო და როდესაც რეჟიმის, ივანიშვილის დასასრული გახდება ბევრად უფრო ხელშესახები, ვიდრე დღესაა, ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც და სხვებიც დაიწყებენ ლაპარაკს. ისინი აუცილებლად ალაპარაკდებიან. ცვლილების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავენ, მაგრამ როგორც კი ქუჩაში გამოვა ხალხი, როდესაც ცხადი გახდება, რომ ხალხი უკან დახევას არ აპირებს, ისინი აუცილებლად დაიწყებენ მეტი დეტალის გამჟღავნებას ამ რეჟიმის სიბოროტეების შესახებ. მოუნდებათ, რომ გამარჯვებულის მხარეს იყვნენ. აუცილებლად მოუნდებათ, რომ საბოლოო ლურსმანი ჩააჭედონ ივანიშვილის კუბოში“
„ხელფასიანი სამსახური უშოვეს გელა გელაძეს უბრალოდ. გაზისა და ნავთობის კორპორაცია არის გადაქცეული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილად. იმიტომ დაუნიშნეს ხელფასი, რომ არ განაწყენდეს ისე, რომ დაიწყოს რაღაცების ლაპარაკი, რაც დააზიანებს ამ რეჟიმს. ფლობს ბევრ ინფორმაციას და საშიშია რეჟიმისთვის. ცდილობენ, რომ კმაყოფილი იყოს. როდესაც ჩამოშლა დაიწყება, მაგ გზებით ამ ხალხის დაკმაყოფილება იქნება შეუძლებელი. ყველას მოუნდება გამარჯვებულის მხარეს ყოფნა. ივანიშვილს ახლა შენობა თავზე ენგრევა და ცდილობს ქაღალდის წებოთი შეაწებოს. შენობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ის ვერ უძლებს იმ მიწისძვრებს, რომელიც ამ ქვეყანაშია. რამდენიც არ უნდა იტყუონ, თითქოს პროტესტი არ ანაღვლებთ, სანქციები არ ანაღვლებთ. ცხადია, რომ რეჟიმის შიგნით არის დაპირისპირება, პრობლემები და ქაღალდის წებოთი ცდილობს, რომ ეს შენობა შეაწებოს, რაც არ გამოვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავაკვირდებით ამ შენობის ნგრევის პროცესს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…