პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ გეგმავს, NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ძირითადი პროგრამის დაფინანსების გაზრდა სთხოვოს - Bloomberg

აშშ NATO-ს მოკავშირეებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამის დაფინანსების გაზრდის მოთხოვნას გეგმავს, რადგან უკვე დამტკიცებული პაკეტებისთვის 2 მილიარდი დოლარის დეფიციტი არსებობს, იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ გეგმავს, NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ძირითადი პროგრამის დაფინანსების გაზრდა სთხოვოს - Bloomberg
რუსთავი 2

შეერთებული შტატები გეგმავს, NATO-ს მოკავშირეებს სთხოვოს, გაზარდონ დაფინანსება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ძირითადი პროგრამისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

მედიის ინფორმაციით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი კიევის თავდაცვის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული დაძაბულობისა.

წყაროების ინფორმაციით, NATO-ს პროგრამისთვის - "უკრაინის საჭიროებების პრიორიტეტული სია" (PURL) - დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა შესაძლოა უკვე ამ თვეში გაკეთდეს. მათი თქმით, აშშ-მა უკვე მიანიშნა რამდენიმე მოკავშირე ქვეყანას, რომ თანხის გამოყოფას სთხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ოდენობის თანხას ითხოვს ვაშინგტონი, თუმცა, წყაროების ინფორმაციით, უკვე დამტკიცებული შეიარაღების პაკეტების დასაფინანსებლად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დეფიციტი არსებობს.

მათი თქმით, აშშ იარაღის მიწოდებას მოკავშირეების მიერ შესაბამისი თანხის გადახდამდეც აგრძელებდა. თუ პენტაგონი დამატებითი შეიარაღების მიწოდებას გადაწყვეტს, დაფინანსების დეფიციტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ცნობისთვის, PURL-ის ინიციატივა NATO-ს ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. ამ პროგრამის ფარგლებში, მოკავშირე ქვეყნები ამერიკული იარაღის საფასურს იხდიან, რის შემდეგაც ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცემა. წინა მიწოდებები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საშუალებებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა მიანიშნებს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებული გამწვავებული რიტორიკა პენტაგონს ხელს არ უშლის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში.

წყაროების თქმით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მაშინაც აგრძელებდა, როდესაც მოკავშირეების მიერ გამოყოფილი დაფინანსება ამერიკული მიწოდების ტემპს ჩამორჩებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები