საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
საია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის საფუძვლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მიმოხილვას - "აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა საქართველოში: საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე".
საიას ცნობით, მიმოხილვა ეხება იმ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებითად გააუარესა აქტიური (ხმის მიცემის) და პასიური (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის) საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.
საიას განცხადებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ ხმის მიცემის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.
აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების ერთობლივი ეფექტი სცდება ცალკეული მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს.
"2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…