ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

საია-ს მიმოხილვის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტით პარტიების გაუქმება უკიდურესი ზომაა და წონად საფუძვლებს საჭიროებს. ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ არადემოკრატიულ პირობებში დემოკრატიის დაცვის კონცეფცია შესაძლოა ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიის იურიდიულ იარაღად იქცეს.

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს
საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვსფორმულა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.

აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

მიმოხილვაში განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი საფუძვლების მოშლას, ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამასთან, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა იმთავითვე უკავშირდება თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს.

"პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით.

დოკუმენტში იხილავთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით. დოკუმენტში იხილავთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საიამ პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები