პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გოგუაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: დაგვიჭირეს ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც მამაოებიც ძალიან სცემეს - ჩვენი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ ვიყავით ოპოზიციურად განწყობილები, ეს კი მათთვის საკმარისი მიზეზი იყო

რუსთავი 2

ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გოგუაძე აცხადებს, რომ 2011 წელს ყინწვისის მონასტერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასულიერო პირები სასტიკად სცემეს, ხოლო 24 ადამიანის დაკავების რეალური მიზეზი მათი ოპოზიციური განწყობა და რუსეთთან დიალოგის ინიციატივა იყო.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ნიკა გოგუაძე, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" 2011 წელს, ყინწვისის სპეცოპერაციას და 24 პირის, მათ შორის მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.

ნიკა გოგუაძის თქმით, დაკავების რეალური მიზეზი მათი ოპოზიციური განწყობები და, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, რუსეთთან გარკვეული დიალოგის დაწყების ინიციატივა გახდა, რის გამოც ისინი "რუსეთის აგენტებად" შერაცხეს.

"23 პირი დაგვიჭირეს ყინწვისში და 1 პირი დააკავეს თბილისში - სულ 24 ადამიანი. მაგ პერიოდში, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა გვქონდა ჩამოყალიბებული - ვიყავით, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიურები, უფრო სწორად, ვაპირებდით, რომ გავმხდარიყავით პოლიტიკურად აქტიურები, მაგრამ ამის დრო არ მოგვეცა. აი, ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვეოდა ქალბატონი ბურჯანაძე რომ აქციებს მართავდა, მაგ პერიოდს.

მეც, ჩემს პოლიტიკურ მოძრაობასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ამ აქციებს შევერთებოდით, ასე ვთქვათ. შემდეგ დაიწყო ბევრი მუქარა და მომიწია თბილისიდან გასვლა, რადგან ჩვენი თანამოაზრეების დაკავება დაიწყეს თბილისში. მე რამდენიმე ჩემ მეგობართან ერთად წავედი ყინწვისში. ჩვენთან ერთად წამოვიდა კიდევ ბევრი. აღმოვჩნდით, საბოლოო ჯამში, 23 ადამიანი. 26 მაისი უკვე ჩავლილი იყო, ანუ უკვე ვიცოდი, აქ რაც მოხდა, ტელეფონზე ვლაპარაკობდი სახლში და ვიცოდი, რაც ხდებოდა და რომ გათენდა, წამოსვლას ვაპირებდით და აი, მაშინ ჩატარდა სპეცოპერაცია და ასე დაგვიჭირეს მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც მამაოებიც სცემეს ძალიან მაგრად.

ჩვენი დაკავების მიზეზი იყო, რომ, ჯერ ერთი, ოპოზიციურად განწყობილები ვიყავით და ეგ საკმარისი იყო მათთვის, მეორეც ერთი, ჩვენ, ასე ვთქვათ, მაშინ, ალბათ, არაპოპულარულ პოლიტიკურ პოზიციას ხმამაღლა ვაჟღერებდით. აქცენტები გვქონდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და რუსეთთან გარკვეული დიალოგის დაწყებაზე, რამაც გამოიწვია ეგრევე ჩვენი რუსეთის აგენტებად შერაცხვა. ბუნებრივია, დაგვიჭირეს მერე, რაც მოხდა მერე, რაც უკვე ანახეს, ვითომდა ჩვენ შეიარაღებული წინააღმდეგობა გავუწიეთ, ამ დროს იარაღი არ გვქონია", - განაცხადა ნიკა გოგუაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„23 პირი დაგვიჭირეს ყინწვისში და 1 პირი დააკავეს თბილისში - სულ 24 ადამიანი. მაგ პერიოდში, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა გვქონდა ჩამოყალიბებული - ვიყავით, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიურები, უფრო სწორად, ვაპირებდით, რომ გავმხდარიყავით პოლიტიკურად აქტიურები, მაგრამ ამის დრო არ მოგვეცა. აი, ეს პერიოდი დაახლოებით ემთხვეოდა ქალბატონი ბურჯანაძე რომ აქციებს მართავდა, მაგ პერიოდს. მეც, ჩემს პოლიტიკურ მოძრაობასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ამ აქციებს შევერთებოდით, ასე ვთქვათ. შემდეგ დაიწყო ბევრი მუქარა და მომიწია თბილისიდან გასვლა, რადგან ჩვენი თანამოაზრეების დაკავება დაიწყეს თბილისში. მე რამდენიმე ჩემ მეგობართან ერთად წავედი ყინწვისში. ჩვენთან ერთად წამოვიდა კიდევ ბევრი. აღმოვჩნდით, საბოლოო ჯამში, 23 ადამიანი. 26 მაისი უკვე ჩავლილი იყო, ანუ უკვე ვიცოდი, აქ რაც მოხდა, ტელეფონზე ვლაპარაკობდი სახლში და ვიცოდი, რაც ხდებოდა და რომ გათენდა, წამოსვლას ვაპირებდით და აი, მაშინ ჩატარდა სპეცოპერაცია და ასე დაგვიჭირეს მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც მამაოებიც სცემეს ძალიან მაგრად. ჩვენი დაკავების მიზეზი იყო, რომ, ჯერ ერთი, ოპოზიციურად განწყობილები ვიყავით და ეგ საკმარისი იყო მათთვის, მეორეც ერთი, ჩვენ, ასე ვთქვათ, მაშინ, ალბათ, არაპოპულარულ პოლიტიკურ პოზიციას ხმამაღლა ვაჟღერებდით. აქცენტები გვქონდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და რუსეთთან გარკვეული დიალოგის დაწყებაზე, რამაც გამოიწვია ეგრევე ჩვენი რუსეთის აგენტებად შერაცხვა. ბუნებრივია, დაგვიჭირეს მერე, რაც მოხდა მერე, რაც უკვე ანახეს, ვითომდა ჩვენ შეიარაღებული წინააღმდეგობა გავუწიეთ, ამ დროს იარაღი არ გვქონია“
ნიკა გოგუაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები