ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და აღარ დავინახავთ - მარიამ რატიანი
მარიამ რატიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მისი ოჯახი აქციის მონაწილეებისთვის საკვების მიტანის გამო დაისაჯა, მეუღლე უკანონოდ დააკავეს და ქონება წაართვეს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ამ პარტიის აკრძალვით უნდა დასრულდეს.
დაზარალებული მარიამ რატიანი, წინა ხელისუფლების მხრიდან მათი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულ სადამსჯელო ქმედებებს "დებატების" ეთერში იხსენებს.
როგორც მარიამ რატიანმა განმარტა, წინა ხელისუფლების სამიზნეში მათი ოჯახი იმის გამო მოხვდა, რომ მათ აქციის მონაწილეებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს.
რატიანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში უკანონოდ დააკავეს მისი მეუღლე, ასევე ემუქრებოდნენ შვილების დაკავებით, სძალავდნენ ფულს და უკანონოდ გაუყიდეს ქონება.
"დიდ პატივისცემა ჩემგან ყველას, სათითაოდ და იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმში მოყვა, ძალიან ბევრი იყო ასეთი ადამიანი. ბოდიშს გიხდი, ცოტა ემოციური გავხდი, არ არის ადვილი მოსასმენი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მოგვისმენია ეს ისტორიები, მაგრამ ძალიან მტკივნეულია. თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც კომისიაზე ვიყავით გასული, ეს იყო ამ ყველაფრის თავიდან დატრიალება და ძალიან დიდი და რთული დღეები გადავიარეთ კომისიის შემდეგ, რადგან ეს ყველაფერი თავიდან გადავიარეთ.
დავისაჯეთ იმიტომ, რომ აქციაზე მივიტანეთ საკვები და მივიტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები. დღე და ღამე რომ იყვნენ, რაღაც გადასაფარებლები, პლედები მივუტანეთ ადამიანებს. სხვათა შორის, 2025 წლის აქციები რომ იყო, დემოკრატიის შედარებაც არ შეიძლება დღეს. წელს, ეს ახალგაზრდები რომ იყვნენ გასულები აქციებზე, საჭმელიც ჰქონდათ, მიირთმევდნენ და ამისთვის არავინ დასჯილა და მადლობა ღმერთს, რომ არავინ არ დასჯილა, ვისაც საჭმელი მიჰქონდა აქციაზე და ასეთი ჯოჯოხეთი არ დამართნია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება იმ პერიოდის და ამ პერიოდის ერთმანეთთან შედარება. დავისაჯეთ ამის გამო, თან ძალიან დავისაჯეთ. ჩემი მეუღლე მოკლეს - ადამიანი ცოცხალია, მაგრამ ცოცხალი არა რის. ჩემს შვილებს მამა მოუკლეს, რადგან მას არაფერი არ შეუძლია, ფსიქიკურად დაავადებულია და აბსოლუტურად სხვა ადამიანია. არანაირი სიახლოვე იმასთან არ აქვს, რაც იყო იქამდე, ვიდრე ციხეში დაიჭერდნენ.
გარდა იმისა, რომ ჩემი შვილებით დამემუქრნენ, თუ იმ თანხას არ მივიტანდი, საცხოვრებელი სახლი აღარ გვქონდა სადაც უნდა დავრჩენილიყავით და მაშინ დამემუქრნენ ჩემი შვილებით, რომლებიც მაშინ იყვნენ 19 წლის. მოგეხსენებათ, მათი დაჭერაც არ გაუჭირდებოდათ. ამით ძალიან შემაშინეს, ოღონდ ბავშვები არ დაეჭირათ და მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი, გავყიდე ყველაფერი, ბიზნესი. ზუსტად ამის გამო, "თიბისი ბანკმა"... დღეს სასამართლოზე "ლელოა" წარმოდგენილი, მაშინ ხაზარაძე იყო "თიბისი ბანკის" დირექტორი, ბუცხრიკიძეც დირექტორი ბრძანდებოდა და როდესაც ჩემი მეუღლე ციხეში იყო, უკანონოდ გაგვიყიდეს 2 ფართი და ციხეში მოაწერინეს ხელი.
ჩემს მეუღლეს სანამ დაიჭერდნენ, ბანკს შეუთანხმდა, რომ ყადაღა დაედო, რათა სახელმწიფოს არ გაეყიდა ეს ქონებები, რომ რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ეს ქონება, რომელიც იპოთეკით ჰქონდა ნაყიდი და ერთი წელიც არ გვქონდა დარჩენილი, 5 თვე იყო დარჩენილი გამოსყიდვამდე", - განაცხადა მარიამ რატიანმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვით უნდა დასრულდეს, ვინაიდან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა სია დიდია.
"ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და საერთოდ აღარ დავინახავთ", - განაცხადა მარიამ რატიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და საერთოდ აღარ დავინახავთ“
„დირექტორი, ბუცხრიკიძეც დირექტორი ბრძანდებოდა და როდესაც ჩემი მეუღლე ციხეში იყო, უკანონოდ გაგვიყიდეს 2 ფართი და ციხეში მოაწერინეს ხელი. ჩემს მეუღლეს სანამ დაიჭერდნენ, ბანკს შეუთანხმდა, რომ ყადაღა დაედო, რათა სახელმწიფოს არ გაეყიდა ეს ქონებები, რომ რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ეს ქონება, რომელიც იპოთეკით ჰქონდა ნაყიდი და ერთი წელიც არ გვქონდა დარჩენილი, 5 თვე იყო დარჩენილი გამოსყიდვამდე“
„საერთოდ გაქრება და საერთოდ აღარ დავინახავთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…