შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დავით აღმაშენებლის ხეივანში ახალი სერვისცენტრი გახსნა, სადაც მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, ექსპერტიზას, რეგისტრაციასა და გადაფორმებას შესთავაზებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი დაესწრო. მან თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ახალი სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ცნობით, ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების, საექსპერტო შემოწმებისა და შესაბამისი აქტის შედგენის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის, პირველადი რეგისტრაციისა და გადაფორმების მომსახურებას შესთავაზებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…