თბილისში მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისა და რეგისტრაციის სერვისებს შესთავაზებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში გაიხსნა. ინფორმაციას მომსახურების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
გახსნის ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი დაესწრო. მან თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ახალი სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების, საექსპერტო შემოწმებისა და შესაბამისი აქტის შედგენის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის, პირველადი რეგისტრაციისა და გადაფორმების მომსახურებას შესთავაზებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…