პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ადამიანთა წამების, მკვლელობებისა და ბიზნესის რეკეტის რეჟიმის შემქმნელი და კრიმინალია. ამით ის გიული ალასანიას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ქმედებებში შეცდომას ვერ ხედავს.

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტთან, შესაბამისად, მაჭავარიანის განცხადებით, სააკაშვილის კეთილშობილებაზე საუბარი არასერიოზულია.

"სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მსგავსი შემიძლია ძალიან ბევრი ჩამოვთვალო. ადამიანი, რომელსაც არც სინდისი, არც ნამუსი არ გააჩნია, ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც საზრდოობდა იმ კრიმინალური რეჟიმით, რასაც ჩვენ ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ვაკვირდებოდით ცხრა წლის განმავლობაში. შესაბამისად, სააკაშვილის კეთილშობილებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაული ჰქონდათ მათ ჩადენილი, დედამისს ერთ ლარად გადასცა უნივერსიტეტი, თვითონ სააკაშვილის ერთ-ერთი ბრალიც კორუფციასთან დაკავშირებით იყო. 9 მილიონ ლარზე არის საუბარი და შემდეგ, როგორც სჩვევიათ ხოლმე "ნაცებს," დაბრენდეს რაღაც პიჯაკების საკითხად, რომ გაეუბრალოებინათ თემა. მე არ მგონია რამე პიჯაკი 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს, ეს პირდაპირ მისი ფუფუნების საგნებში გადახდილი თანხა იყო და მისი კომფორტისთვის დახარჯული ფული, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის. "მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს", - აცხადებს გიული ალასანია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახია" - გიული ალასანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები