პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა

ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდო ბოლო 7-8 წელია სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს. ყოფილი მწვრთნელის თქმით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს, რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევას შეუძლებელს ხდის.

"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
სპორტალი

"მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდოს ყოფილმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელ ვარსკვლავზე მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. "ტვენტეს" ამჟამინდელმა ტექნიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ვეტერანი ვარსკვლავი ბოლო 7-8 წელია სათანადო დონის თამაშს ვეღარ ახერხებს.

"რეალობა ისაა, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რონალდო სათანადო დონის თამაშს ვეღარ აჩვენებს. "იუვენტუსში" გატარებული პერიოდიდან მოყოლებული, მისი კარიერა, ფაქტობრივად, დასრულებულია. სწორედ ეს არის მადრიდის "რეალის" უდიდესი ძალა. მათ ყოველთვის იციან, თავიანთ ფეხბურთელებს როდის უნდა დაემშვიდობონ.

"რეალს" იმ მომენტის ამოცნობა შეუძლია, როდესაც მოთამაშის დონე კლებას იწყებს. ისინი მაშინ ემშვიდობებიან ფეხბურთელს, როდესაც გარედან ისე ჩანს, თითქოს ფეხბურთელი ჯერ კიდევ ფორმის პიკზეა.

სინამდვილეში კი, მოთამაშე სასურველ შედეგს ვეღარ აჩვენებს და თანამშრომლობის გაგრძელება ყველა მხარისთვის მტკივნეული იქნებოდა. როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მივედი, რონალდოს ავუხსენი, თუ როგორ ვითამაშებდით, როგორი იქნებოდა მისი როლი, რას ველოდი მისგან და რისი მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა მას ჩემგან თუ გუნდისგან.

საბოლოო ჯამში, საკუთარი შესაძლებლობები თავად უნდა დაამტკიცო. როგორც უკვე ვთქვი, მას აღარ შეეძლო საკუთარი თავისთვის ეიძულებინა, ტკივილის მიუხედავად ეთამაშა, ყოველდღიურად მაქსიმუმი გაეღო და სათანადო ფიზიკური კონდიციების შესანარჩუნებლად სრული თავდადებით ევარჯიშა.

თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში არ ხარ, იქნება ეს პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში თუ პორტუგალიის ნაკრებში, თანამედროვე ფეხბურთში უბრალოდ შანსი არ გაქვს", - ციტირებს ტენ ჰაგს ESPN.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები