პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – საგარეო გამოწვევებზე პასუხი ერთია, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება

საქართველოს მთავრობასაგარეო საქმეთა სამინისტრო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო გამოწვევებზე პასუხი სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება და ეროვნული ინტერესების დაცვაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში რეფორმა დაიწყო და ახალგაზრდების მოსაზიდად დიპლომატიის აკადემია დაფუძნდა.

ირაკლი კობახიძე – საგარეო გამოწვევებზე პასუხი ერთია, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება
პირველი არხი

ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც, ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.

„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია, რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული“, — აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ბოლო წლებში საქართველომ ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც, ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის საგარეო ასპარეზზე და ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი: „ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები