ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა
ბათუმში, „დინამო ბათუმის“ განვითარების პროექტის ფარგლებში, სულ მცირე 600 აღსაზრდელზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "დინამო ბათუმის" განვითარების და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად ბათუმის სტადიონზე შეხვედრა გამართა.
ზურაბ პატარაძემ ქართული ფეხბურთის ტრადიციების შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აჭარაში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"დინამო ბათუმის" განვითარების პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია აშენდება და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა, აკადემია სულ მცირე ექვსას აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. დაგეგმილია აგრეთვე, სპორტსმენების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…