"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო დემემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თბილისში პიცერიის გახსნას გეგმავს. დემემ ასევე აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ MMA-ში ვარჯიში დაიწყო.

"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა გერმანელმა დიეგო დემემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ის ახლა MMA-ში სამშობლოში ვარჯიშობს, თუმცა ახალ სპორტში პროფესიონალურ დონეზე შეჯიბრებებში გასვლას არ გეგმავს.
მან Calcionapoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "პარტენოპეიში" მისი ქართველი თანაგუნდელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხვიჩასთან ერთად თბილისში რესტორნის გახსნას გეგმავს.
"ხვიჩამ პირველივე ვარჯიშიდან თავი არაჩვეულებრივად წარმოაჩინა. სამი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი ზუსტად კუთხეში მოათავსა. ოსიმენთან ერთად ის მეტოქეთა დაცვას უბრალოდ ანადგურებდა.
შესაძლოა, წელს მასთან ერთად იტალიელი პიცის ოსტატების დახმარებით თბილისში პიცერია გავხსნათ", - თქვა დემემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…