ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს - წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დასრულდება
ბრიტანელი მილიარდერი და კომპანია "ინეოსის" დამფუძნებელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი დაღმასვლის გზაზეა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მაღალი გადასახადები, იმიგრაცია და ენერგოპოლიტიკა უკუსვლას იწვევს, ხოლო პოლიტიკოსებს არ აქვთ საკმარისი სიმტკიცე არსებული რთული პრობლემების მოსაგვარებლად.

მილიარდერი, კომპანია "ინეოსის" (Ineos) დამფუძნებელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" განაცხადა.
რეტკლიფის თქმით, ქვეყანა "უკუსვლის გზაზე დგას" მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო.
"ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას, და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვისა და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?" - განაცხადა სერ ჯიმ რეტკლიფმა.
ციტატები სტატიიდან
„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას, და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვისა და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.