ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: „გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად

მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი დაღმასვლის გზაზეა მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება მტკიცე პოლიტიკოსები, რომლებიც რთულ პრობლემებს გაუმკლავდებიან.

ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: „გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად
ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: „გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისადPOSTV

მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამასთან დაკავშირებით მან “ბიბისისთან” განაცხადა.

რეტკლიფის თქმით, ქვეყანა „უკუსვლის გზაზე დგას“ მაღალი გადასახადების, იმიგრაციისა და ენერგოპოლიტიკის გამო.

„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“, – განაცხადა სერ ჯიმ რეტკლიფმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა. საკმაოდ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გავაჩეროთ ეს პროცესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ორი რამ: პოლიტიკოსები, რომლებიც საკმარისად მტკიცენი იქნებიან იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ზოგიერთ ძალიან რთულ პრობლემას და ჩვენ ვიცით, რა არის ეს პრობლემები; და გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის და თავიანთი პარტიისთვის. ჩვენ კი, ასეთი [პოლიტიკოსები] დიდი ხანია არ გვყოლია. არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის პრობლემას, არავინ არის საკმარისად მტკიცე, რომ გაუმკლავდეს სოციალური დახმარებების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, ეს ცუდად დასრულდება, ასე არ არის?“
სერ ჯიმ რეტკლიფი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობსწაიკითხე

უახლესი ამბები