პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა

ხულოს მერიის ცნობით, მთაბოძაურსა და სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა, მთა ლოდიძირში სამუშაოები და კიდევ ოთხი მოედნის რეაბილიტაცია კი დასკვნით ეტაპზეა.

ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა
იმედინიუსი

მთაბოძაურსა და სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე დამონტაჟდა ლითონის დამცავი ბადეები და კალათბურთის ფარები. დასკვნით ეტაპზეა მთა ლოდიძირში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

სპორტის განვითარება და ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება მიზნად ისახავს ახალგაზრდების სპორტში ჩაბმის, აქტიური ცხოვრების წესისა და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საფეხბურთო კლუბ „ხიხანის“ ორგანიზებით, ფეხბურთში გოჩა შავაძისა და ჯუმბერ შანთაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები